ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
ბოლო პერიოდში რაღაც ძალიან ბევრი ქამბექია არა? ))))
ირაკლი
08 მაისი 2019 10:21
3
ვალვერდემ წააგო ეს თამაში თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის პირველ თამაშშიც აჯობა კლოპმა. იქ უბრალოდ ერთმა კაცმა გადაწონა მთელი გუნდი.მესიზე ვერც ამ თამაშში იტყვის ცუდს ვინმე მისი პირადი ჰეიტერების გარდა.ტიპმა იმდენჯერ გაიყვანა ერთი-ერთზე პარტნიორები და მაინცა და მაინც თვითონ უნდა გაეტანათან იმ ფონზე რომ ჩვეულებრივზე უკან თამაშობდა? გუშინ ბარსელონადან ფეხბურთი სამმა კაცმა ითამაშა მესიმ,სერხი რობერტომ და ვიდალმა. დანარჩენებმათამაში ჩააგდეს.ტერშტეგენის ჩათვლით.მეოთხე გოლი დაცვის გარდა მისი ბრალიცაა ასეთ დროს მეკარე ხელმძღვანალობს დაცვას. ვალვერდემდე მიდის ესეც. გარდა ტაქტიკური შეცდომებისა ვერც ფსიქოლოგიურად განაწყო გუნდი.
...
08 მაისი 2019 10:19
0
გამოიხეტ
tostao-s
08 მაისი 2019 10:11
1
ბრავო ლივერპული... ინგლისური კლუბები ყოველთვის ძლიერია....
lis
08 მაისი 2019 09:47
3
მე არც ერთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ფეხბურთი გაფარჩაკდა
sane
08 მაისი 2019 09:44
17
ფეხბურთის გენიოსებო! გახსოვთ ბარსა-პსჟ-ს მატჩი? ბოლო წუთზე ბარსამ რო შეუგდო გოლი და გავიდა შემდეგ ეტაპზე? დ იცით რამდენი თანხა იდო სასწორზე? 12 მილიარდი ევრო პსჟ-ს გასვლაზე და რა მიიღეთ? ბუბლიკები. ასე იყო წუხელის, სადაა თქვენი მოსაგები ფული. ჰააააააააააააააა ჰააააააააააააა.
tostao
08 მაისი 2019 09:34
11
ყოველთვის მომწონდა ფეხბურთი გენიოსი ვარსკვლავების შესრულებით,დღეს კი გაიმარჯვა გუნდმა აი გუნდი,ფრინავდნენ რა კარგი.ფეხბურთი ითამაშეს ლიდერების გარეშე,ლივერპულის მთავარი ვარსკვლავი კლოპია,პირველ თამაშშიც ჯობდა ლივერპული ნუ კლოპი ვალვერდეს,ორივე დიდი გუნდია დღეს ძლიერი ლივერპული იყო.
გოჩა
08 მაისი 2019 09:33
1
ლინეკერ და ფერდინანდ, გამოიღეთ:))
gg
08 მაისი 2019 09:32
3
ბარსა გამოიღეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
real madrid
08 მაისი 2019 09:12
4
პირველი თამაშის წინ რომ დავწერე ჩემპიონატის მოგებამ მოდუნება იცის და ბარსელონაზე ფსონს ასე იოლად არ დავდებდიო აქ უმრავლეაობამ დამიდისლაიქა ერთმა დამცინა ფეხბურთის გაგებაში არ ხარო დამიწერა:). მაშინ პასუხი არ გამიცია და არც ახლა. უბრალოდ იცოდეთ რომ აზრის გამოხატვა შეურაცხმყოფელ ტონში წერის გარეშეც არის შესაძლებელი. ისე კი ყველას გილოცავთ ვინც ამ შესანიშნავი თამაშის ნახვა შეძელით!
ირაკლი
08 მაისი 2019 09:02
3

სიახლეები პოპულარული