ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
Dinamo tbilisi3.0.liverpuli.amaze magari liverpuli gavanadguret
Treneri
08 მაისი 2019 08:58
1
ბევრ ჩემ ახლობელს არ ესმის რატომ ვარ ლივერის ფანი....დღეს იმედია მიხვდნენ:) ტიპებმა იომეს და მოიგეს, ყველა წერს მსოფლიოში რომ სასწაული მოხდა...მე მთლად ასე ვერ ვიტყოდი, სასწაული ბარსელონაში მოხდა, სადაც ლივერმა 3-ო წააგო
zaza 197
08 მაისი 2019 08:47
3
რა შუაშია ტოტალიზატორი და დიდი ფული?:)))
გიოშა
08 მაისი 2019 05:35
3
იმ შუაშია,რომ ბოლო დროს მთელი მსოფლიო ყომარზეა გადასული,ძალიან დიდი ფსონები იდება ტოტალიზატორებში.
გიოშა
08 მაისი 2019 15:05
1
ეს იმის ბრალია უმიტიტს რომ სკამზე დასვავ რომელიც ერთერთი საუკეთესოს თავის პოზიციაზე მსოფლიო ჩემპიონს, მე დავწერე სანამ ეს ორ მატჩიანი დრამა დაიწყებოდა რომ ლენგელე თუ დააყენა ძირითადში პრობლემები ექნებათქო და აგერ სახეზე...უმიტიტს რომ სკამზე დასვავ ღირსია ვალვერდე....სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამ ბურთიანი უპირატესობის მეორედ განიავება...ლივერპული რომას კოშმარი ათწლეულები მოსვენებას არ მისცემს ბარსელონას და მის ფანებს...მესის შეეძლო დაესრულებინა პირველ ტაიმში მეთექვსმეტე წუთზე თამაში. არანაკლებ ხერსაყრელი მომენტი ქონდა როგორც პირველ თამაში დემბელეს მაგრამ ვერ გაიტანა ხდება ხოლმე არაუშავს ყოველთვის ვერ გაიტან...მიუხედავად ყველაფრის მესი მაინც საუკეთესოა დღეს...
აკაკი
08 მაისი 2019 05:21
2
რა ვიცი ენამ მიყივლა თუ რა იყო ჯერ კიდევ ლიგის დაწყებამდე ვთქვი ლივერპული მოიგებს ლიგას მეთქი და მემგონი მართლდება კიდეც. დღეს ყველაფერი ლივერპულის მხარეს იყო. მონდომებაც ფორტუნაც და ყველაფერი. არადა დარწმუნებული ვარ სალაჰი და ფირმინიო რომ ყოფილიყვნენ ფრესაც ვერ გააკეთებდნენ. ბარსას ხელმძღვანელობავ! ეგრე იცის სელტასთან მთელი ძირითადი გუნდის დასვენებამ! ფეხბურთელებს ნუ ვაბრალებთ ყველაფერს. მწვრთნელია დამნაშავე, რასაც მისი გადაყენება უნდა მოყვეს. ერთს დავამატებ კიდევ ფინალი მადრიდშია და თუ აიაქსი გავიდა ფინალში ესპანელები ყველა ლივერპულს უბალელშიკებს, რეალის გამომგდები გუნდი ეჯავრებათ. არადა კატალონიაში პირიქითაა ყველაფერი. რეალი როცა აგებს დიდ სიამოვნებას ვღებულობ! იმიტომ კი არა რომ გუნდი მეჯავრება. რეალის ბალელშიკები რომ გატეხილში არიან იმიტომ)) ეს მაგრად ასწორებს!)
დავით 67
08 მაისი 2019 04:14
16
იმ პლანეტას საიდანაც მესია სახელად "ჩანჩურა" ქვია.მაგრამ ისეთი უნამუსოები არიან მესისტები რომ კიდევ პელესა და მარადონას შეადარებენ რომლებთანაც ახლოსაც არ არის.
დედა ეს რა იყო ჰა.
08 მაისი 2019 02:41
21
შენს პლანეტას რა ქვია იცი? "ბოღმა" სანამ მესის ახსენებ შე მართლა ჩანჩურა, პირი კარგად გამოირეცხე.
გოჩა
08 მაისი 2019 14:18
0
ხო მაგრამ რეალის ხანებმა ხმა რომ ჩაიგდოთ ჯობია.დღეს თქვენი დონის გუნდებია ხეტაფე რაივალეკანო, უესკა და ა.შ.ხო კიდევ ვენისიუსი არსად დაგეკარგოთ
დავით 67
08 მაისი 2019 03:43
19
ლივერპულმა ითამაშა მაგრად, მაგრამ იმაზე მაგრად ითამაშა ვიდრე სიტიმ ტოტენჰემთან? ისიც არის რომ თამაშობ ისე რის საშუალებასაც მოწინააღმდეგე გაძლევს. ბარსამ დღეს კიდევ ერთხელ ჩააგდო - ბარსა იყო თუ ოსასუნა? 4:0 ნებისმიერ გუნდთან ძნელია და ბარსა მითუმეტეს არ არის ასეთი კატეგორია. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბარსა : პსჟ და რომა : ბარსა და ახლა ეს თამაში . . . 1 კვირაში გუნდის ასეთი ცვლილება და უუნარობა ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება.
???
08 მაისი 2019 02:08
11
ერთი გვარდისაც ატკინე ლივერპულ დაუკარგა ფეხბურთს ხიბლი....ტიკი-ტაკა კარგად ბრძანდებოდე....ასე და ამგვარად....ფეხბურთი სანახაობაა...ბურთის პროცენტი არსად დაგეკარგოთ....ოხ ლივერპულ მაგრა გაასწორე
...ბარსა მხოლოდ მესია ფეხბურთელი და ცოდოა ხავი ინიესტას გარეშე....გაათრიეთ დემბელე,კოუტინიო,ალბა და პირველ რიგში ვალვერდე
კლოპი ლუზერია?!
08 მაისი 2019 02:06
9
იიიჰ კამპნოუს და ლა ლიგის ლომი სად დაიკარგა?!
NN
08 მაისი 2019 01:52
11
ისე ლივერპულსთვის ასეთი ქამბექები არაა უცხოო, მართალი გითხრათ არც გამკვირვებია. ფინალი მილანთან მეორე 45 წუთში დააქამბექა და აქ მთელი 90 ჰქონდა, რაგაცნაირი ლოგიკაა მაგრამ აგერ კი გაიფაქტა, ისე არ მევასება ეს ლივერპული. დგეს ტოტენჰემიც დააქამბექებს დარწმუნებული ვარ
Ek
08 მაისი 2019 01:43
12

სიახლეები პოპულარული