ჟოზე მოურინიო პენალტების ობიექტურობაზე: ფეხბურთში დღემდე ბევრი არაერთგვაროვანი მომენტი არსებობს

AutoSharing Option
დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დანიშნული პენალტის ობიექტურობაზე ისაუბრა.

"ფეხბურთში დღემდე ბევრი არაერთგვაროვანი მომენტი არსებობს. ვფიქრობ, სისოკოს ბურთი ჯერ მკერდზე მოხვდა, შემდეგ კი ხელზე დაეშვა. სკომინას სწრაფად უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არჩევანი თერთმეტმეტრიანზე შეაჩერა.

ვარჯიშებზე საჯარიმოში მცველთა მოქმედებაზე ვამახვილებ ყურადღებას. ყველამ ხელები  სხეულის ბალანსისთვის და მოძრაობის სწრაფად შეცვლისთვის უნდა გამოიყენოს. თუმცა, ახალი წესების და VAR-ის გამო ფეხბურთელებმა ამის გაკეთება სხვაგვარად უნდა ისწავლონ", - განუცხადა მოურინიომ "ტელეგრაფს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული