დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დანიშნული პენალტის ობიექტურობაზე ისაუბრა.
"ფეხბურთში დღემდე ბევრი არაერთგვაროვანი მომენტი არსებობს. ვფიქრობ, სისოკოს ბურთი ჯერ მკერდზე მოხვდა, შემდეგ კი ხელზე დაეშვა. სკომინას სწრაფად უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არჩევანი თერთმეტმეტრიანზე შეაჩერა.
ვარჯიშებზე საჯარიმოში მცველთა მოქმედებაზე ვამახვილებ ყურადღებას. ყველამ ხელები სხეულის ბალანსისთვის და მოძრაობის სწრაფად შეცვლისთვის უნდა გამოიყენოს. თუმცა, ახალი წესების და VAR-ის გამო ფეხბურთელებმა ამის გაკეთება სხვაგვარად უნდა ისწავლონ", - განუცხადა მოურინიომ "ტელეგრაფს".