ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ტოტენჰემმა" "ოლიმპიაკოსთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის, მეორე სათამაშო დღის პირველი ორი მატჩი ჩატარდა.

A ჯგუფი
"ბრიუგესა" და "გალათასარაის" შეხვედრა თანაბარი იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და ლოგიკური ფრით დასრულდა.

ბრიუგე. "იან ბრეიდელი". 26 616 მაყურებელი
ბრიუგე - გალათასარაი 0:0

B ჯგუფი
პოჩეტინიოს ხელმძღვანელობით, "ტოტენჰემმა" ევროტურნირებზე 50-ე შეხვედრა გამართა და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 დაწინაურდა, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

კეინმა ტურნირზე მე-20 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მასზე სწრაფად 15 გოლი მხოლოდ ვან ნისტელროიმ და სოლდადომ გაიტანეს - 19 მატჩში.

პირეოსი. "კარაისკასი". 31 001 მაყურებელი
ოლიმპიაკოსი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 კეინი (26, პენ), 0:2 ლუკას მოურა (30), 1:2 პოდენსე (44), 2:2 ვალბუენა (54, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული