
მადრიდის "რეალის" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა "ბრიუგესთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი თავბრუსხვევა და კუჭის პრობლემა იყო.
პირველ ტაიმში კურტუამ ორი გოლი გაუშვა და "რეალი" შესვენებაზე 0:2-ით გავიდა. მეორე ტაიმში ზიდანმა კარში ალფონს არეოლა დააყენა, რომელმაც მეორე ნახევარი მშრალად ჩაატარა.
მადრიდელები წაგებას 85-ე წუთზე კაზემიროს გოლით გადაურჩნენ.