მადრიდი მზადაა ზედიზედ მეორედ უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში არ გაიმართება. ახლა უეფა მატჩის გამართვის ადგილს არჩევს.

მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდამ განაცხადა, რომ მზად არიან ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას ისევ უმასპინძლონ.

"საქმის კურსში ვარ, რაც ხდება და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მადრიდი ფინალის ჩასატარებლად მზადაა. ჩვენ უსაფრთხოების ყველა ზომის მიღება შეგვიძლია და ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია. ეს მთელი მსოფლიოსთვის სიგნალი იქნება, რომ მადრიდმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ არ გატყდა და ფეხზე დგება.

შეგახსენებთ, გასულ წელს ფინალი "ვანდა მეტროპოლიტანოს" სტადიონზე გაიმართა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტავ თბილისში ჩაატარებდეთ, არ შევრცხვებით დარწმუნებული ვარ
ქობულეთიდან
20:29 10-06-2020
0
და ჩვენი დინამო არენა ვანდაზე უარესია? თუ სუპერთასი წარმატებით ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც მოვერევით.ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც სავსებით დამაკმაყოფილებელია.რატომაც არა!?
ნუკრი
13:48 10-06-2020
1

სიახლეები პოპულარული