"ლიონის" მწვრთნელი: ეს ყველაზე სასიამოვნო წაგებაა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" ბარიერის გადალახვის შემდეგ (1:2, 1:0) "ლიონის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ სიხარული ვერ დამალა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. "იუვენტუსის" ბარიერის გადალახვა მართლაც გმირობაა. დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პირველი შეხვედრის შედეგი (1:0), როდესაც მოვიგეთ და გოლი არ გავუშვით.

პირველი ტაიმის დასასრულს პენალტიდან გაშვებული გოლი არასასიამოვნო იყო, იქამდე "იუვენტუსი" ძალიან სახიფათო არ იყო. ამან თვითდაჯერებულობა შეგვმატა. ამის შემდეგ რონალდომ ნამდვილი საჩემპიონთალიგო გოლი გაიტანა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ეს ისაა, რასაც ჩემს გუნდში ყველაზე მეტად ვაფასებ.

ეს სტადიონი ვიცი, აქ "რომასთან" ერთად ვიყავი და ვიცი, როგორი ძნელია აქ გამარჯვება. ასე ვიტყვი, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე სასიამოვნო წაგებაა", - ციტირებს გარსიას Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული