საფრანგეთის მეშვიდე გუნდმა "მანჩესტერ სიტიც" გააგდო და "ბაიერნთან" ნახევარფინალი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია.

"ქალაქელებმა" თამაში ფრთხილად დაიწყო და დაისაჯა კიდეც - შუა ტაიმში კორნემ "ოლიმპიკი" დააწინაურა. "სიტიმ" ტურნირზე საჯარიმოს გარედან გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. აქედან მოყოლებული გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში ფრანგული გუნდი უკან ჩადგა და თავს ორგანიზებულად იცავდა, "სიტი" კი ბევრს უტევდა და სტერლინგის კარგი პასით დე ბრუინმა ანტონი ლოპეშის კარი დალაშქრა.

ამის მერე თამაში გაიხსნა, გაბრიელ ჟეზუსმა სტერლინგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო
სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ "ლიონი" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი, მორიგი კონტრიერიშისას კი დემბელემ დუბლი შეასრულა და "ლიონი" 10 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა.

საფრანგეთის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გასული გუნდის ასეთ წარმატებას, ალბათ, მისი ერთგული ქომაგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან

18 აგვისტო
პსჟ - ლაიპციგი

19 აგვისტო
ბაიერნი - ლიონი

- "სიტიმ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი.
- გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან ფინალში.
- ორი ფრანგული გუნდი ერთად ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- 2017 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური და იტალიური გუნდები ვერ გავიდნენ, რაც პირველად მოხდა.

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2 დემბელე (79), 1:3 დემბელე (87)

მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგით რა, რა დროის პეპეა, ხავი-ინიესტას და მესის ტრენერობა ძაან ადვილია, ახლა კიდევ 300 მილიონი მოითხოვა გუნდის გასაძლიერებლად, ძლივს მოვიშორეთ ბაიერნიდან ეს სირი, ჩაბი ალონსო მოიყვანა ტიპმა და კროოსი გაუშვა, მაგისი არ გაიშვა არაფერი, ვისაც გინდათ გადაამოწმეთ, 3 წლის გან-ში სამი თამაში არ უთამაშია ბაიერნს ამის ხელში ერთიდაიგივე შემადგელობით, 3 წელი, აზრზე ხართ? შემადგენლობა ვერ დასვა სამი წელი, მიულერი გააფარჩაკა, ამან დაღუპა ბაიერნი თავის დროზე, ვერც მოიგებს ვერასოდეს ლიგას, ეგეც მწვრთნელია და კლოპიც? კარგით რა.
პეპეს დედაც
16 აგვისტო 2020 02:46
1
მიულერს ზედ ხავი მარტინესი მიაყოლა, რომელიც მის მოსვლამდე საოცრად თამაშობდა საყრდენად. ამან დაცვაში გადაიყვანა, მერე ტრავმა მიიღო და იმის მერე ვერრა და ვერ მომჯობინდა სუპერ გუნდი ჩაიბარა და ვერცერთხელ ფინალში ვერ გაიყვანა. გერმანელებს ყოველთვის უმართლებთ უსახელო მწვრთნელებში და ეხლაც ფლიკის მაგალითზე შესანიშნავი გუნდი დააყენეს - დავისი, გორეცკა, პერიშიჩი გნაბრი და ლევანდოვსკი. მიულერი საერთოდ მკვდრეთით აღადგინეს - 2013ის მერე ფეხბურთი არ უთამაშია! ელბერმა რომ თქვა, ლევსნდოვსკი მესიზე უკეთესია ამ სეზონშიო, ვიღაცეებმა ტანზე შემოიხიეს. ეკუთვნით და იმედია, მოიგებენ კიდეც
!!!!
16 აგვისტო 2020 09:20
1
აქ რომ გისმინოთ ზოგიერთებს საჭირო აღარ არის თურმე ფეხბურთის მატჩის ჩატარება,როდესაც გამორჩეული ფავორიტი ეთამაშება შედარებით სუსტ გუნდს. თქვენი გაგებით მეორემ არ უნდა ითამაშოს და გაატანინოს გოლები, რომ თქვენ ტოტალიზატორში ფული მოიგოთ. სიმართლე გითხრათ ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ როდესაც ტოტალიზატორში აგებენ. ასევე კაზინოში. ბევრს ეცოდებათ ეგეთი ხალხი, მე პირიქით ვარ! მოთამაშეებმა არ უნდა გაიხარონ! რადგან ნაშრომი ფულის გადაყრა ასე ადვილად შეუძლიათ, ხშირ შემთხვევაში სხვისი ნაშრომის!
დავით 67
16 აგვისტო 2020 03:14
1
სპეკტაკლი,თან უნიჭოდ დადგმული.ჯერ გვარდიოლას ნათქვამი რეალთან თამაშის მერე,რომ ვერ მოვიგოთ ლიგა არაფერი დაშავდებაო.გუნდს თითქმის არ უთამაშია,არ უბრძოლია,ნება ნება,ძალიან მარტივად წააგო.სტირლინგის 5 მეტრიდან ცაში გასროლა ნამდვილი გვირგვინი იყო ამ სპეკტაკლის.ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.როგორც ჩანს ძალიან ძვირად დაუფასეს თუ დაუჯდა ის დისკვალიფიკაციის მოხსნა.ამ თამაშის შემყურე ატლეტიკო-ლაიფციგიც მეეჭვება,არადა ალალად მოუგო ლაიფციგმა.ვიცი ბევრი დისლაიქი ექნება ამ კომენტარს,მაგრამ ნახევარფინალში ორი ფრანგული გუნდის გასვლა და პლიუს 10 წლის შექმნილი ლაიფციგის,ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ძალიან არალოგიკურია.
master
16 აგვისტო 2020 01:09
31
ჩემთვისაც ბევრ კითხვას ბადებს, საიდან იგონებთ ხოლმე ამ "დაგავარნიაკებს",ვინმე გაწვდით ასეთ ინფორმაციებს? ამას მარტო ჭაობის ბინადრები ამბობენ. ჭაობში ტოტალიზატორს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.ავადმყოფთა ბუდეს.
დავით 67
16 აგვისტო 2020 03:01
2
წარმოდგენა თუ გაქვს მაინც რამხელა ...ხარ
დ.დ.
16 აგვისტო 2020 02:00
3
ყველა გამოხმაურება
რა გაგამწარათ მესიმ ეგეთი და გაგიმწარათ სპორტული ცხოვრება რო ნებისმიერ სტატიაზე მესის კბენთ ერთ ადგილზე.დ.დ.
ave
16 აგვისტო 2020 02:03
1
სწორი თქვა კრუიფმა. როდის იყო ფულის ტომარა,ფეხბურთს იგებდესო აგერ ბატონო მაგალითი:):);)
mosexoneli
16 აგვისტო 2020 08:43
2
ფინალი : ბაიერნი - პსჟ
ჩემპიონი : პსჟ (მიუხედავად იმისა რომ ბაიერნი უფრო ძლიერი გუნდია)
გუჯი
16 აგვისტო 2020 04:12
16
Varafrit gavixsene bolo 25 celshi egeti ram da statiis avtorma zustad cameshvela. Ar yofila shemtxveva, ingil-italia-espanetidan gundi naxevarfinalshi romar gasuliyo. Es sascaulia
Milani
16 აგვისტო 2020 07:08
0
ქართული შრიფტი, რომ გამოიყენო არ შეგიძლია?
მილანის
16 აგვისტო 2020 10:15
0
მოდით მარტივად ავხსნათ ეს ყველაფერი ამ თამაშის შემხედვარე ბევრი კითხვა იბადება,რომელსაც მარტივი პასუხი აქ ბოსების მოთხოვნა მიღებულია....
Antoine
16 აგვისტო 2020 02:29
7
გაიხსენე მეგობარო საბურთალო - არარატ არმენია , ყველგან შეთქმულების თეორია გელანდებათ )))
mia san mia S
16 აგვისტო 2020 02:39
2
არააა:))))! მანდ გამორიცხულია - სუფთა ქართულად წააგეს მანდ, რაც არაერთხელ გვინახავს
:D
16 აგვისტო 2020 12:56
0
სიტის ესეთი უნიათო თამაში გუარდიოლას ხელში სტატისტიკაში არ მოიძებნება უდაბლესი ტემპი არანაირი პრესინგი, ჟინი მონდომება ხო საერთოდ. სისტემის და შემადგენლობის ცვლა როცა საჭიროება არ ითხოვს, მოკლედ ბევრ კითხვას ბადებს რომელსაც ერთი პასუხი აქ, ბოსების მოთხოვნა მიღებულია....
Antoine
16 აგვისტო 2020 02:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული