საფრანგეთის მეშვიდე გუნდმა "მანჩესტერ სიტიც" გააგდო და "ბაიერნთან" ნახევარფინალი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" 3:1 სძლია.

"ქალაქელებმა" თამაში ფრთხილად დაიწყო და დაისაჯა კიდეც - შუა ტაიმში კორნემ "ოლიმპიკი" დააწინაურა. "სიტიმ" ტურნირზე საჯარიმოს გარედან გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. აქედან მოყოლებული გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში ფრანგული გუნდი უკან ჩადგა და თავს ორგანიზებულად იცავდა, "სიტი" კი ბევრს უტევდა და სტერლინგის კარგი პასით დე ბრუინმა ანტონი ლოპეშის კარი დალაშქრა.

ამის მერე თამაში გაიხსნა, გაბრიელ ჟეზუსმა სტერლინგის ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო
სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ "ლიონი" ისევ წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე სტერლინგმა ცარიელ კარში ვერ შეაგდო ბურთი, მორიგი კონტრიერიშისას კი დემბელემ დუბლი შეასრულა და "ლიონი" 10 წლის შემდეგ ნახევარფინალში პირველად გავიდა.

საფრანგეთის ვადამდე დასრულებულ ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გასული გუნდის ასეთ წარმატებას, ალბათ, მისი ერთგული ქომაგებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან

18 აგვისტო
პსჟ - ლაიპციგი

19 აგვისტო
ბაიერნი - ლიონი

- "სიტიმ" ზედიზედ მესამედ ვერ გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი.
- გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2011 წლის შემდეგ ვერ გადიან ფინალში.
- ორი ფრანგული გუნდი ერთად ნახევარფინალში პირველად გავიდა.
- 2017 წლის შემდეგ პირველად ნახევარფინალში არც ერთი ინგლისური გუნდი არ იქნება.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური და იტალიური გუნდები ვერ გავიდნენ, რაც პირველად მოხდა.

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
მანჩესტერ სიტი - ლიონი 1:3
გოლები: 0:1 კორნე (24), 1:1 დე ბრუინი (69), 1:2 დემბელე (79), 1:3 დემბელე (87)

მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგით რა, რა დროის პეპეა, ხავი-ინიესტას და მესის ტრენერობა ძაან ადვილია, ახლა კიდევ 300 მილიონი მოითხოვა გუნდის გასაძლიერებლად, ძლივს მოვიშორეთ ბაიერნიდან ეს სირი, ჩაბი ალონსო მოიყვანა ტიპმა და კროოსი გაუშვა, მაგისი არ გაიშვა არაფერი, ვისაც გინდათ გადაამოწმეთ, 3 წლის გან-ში სამი თამაში არ უთამაშია ბაიერნს ამის ხელში ერთიდაიგივე შემადგელობით, 3 წელი, აზრზე ხართ? შემადგენლობა ვერ დასვა სამი წელი, მიულერი გააფარჩაკა, ამან დაღუპა ბაიერნი თავის დროზე, ვერც მოიგებს ვერასოდეს ლიგას, ეგეც მწვრთნელია და კლოპიც? კარგით რა.
პეპეს დედაც
02:46 16-08-2020
1
სპეკტაკლი,თან უნიჭოდ დადგმული.ჯერ გვარდიოლას ნათქვამი რეალთან თამაშის მერე,რომ ვერ მოვიგოთ ლიგა არაფერი დაშავდებაო.გუნდს თითქმის არ უთამაშია,არ უბრძოლია,ნება ნება,ძალიან მარტივად წააგო.სტირლინგის 5 მეტრიდან ცაში გასროლა ნამდვილი გვირგვინი იყო ამ სპეკტაკლის.ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.როგორც ჩანს ძალიან ძვირად დაუფასეს თუ დაუჯდა ის დისკვალიფიკაციის მოხსნა.ამ თამაშის შემყურე ატლეტიკო-ლაიფციგიც მეეჭვება,არადა ალალად მოუგო ლაიფციგმა.ვიცი ბევრი დისლაიქი ექნება ამ კომენტარს,მაგრამ ნახევარფინალში ორი ფრანგული გუნდის გასვლა და პლიუს 10 წლის შექმნილი ლაიფციგის,ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ძალიან არალოგიკურია.
master
01:09 16-08-2020
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული