გვარდიოლამ "ლიონთან" მარცხი შეაფასა

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით "მანჩესტერ სიტიმ" ისევ ვერ მიაღწია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას და მეოთხედფინალში "ლიონთან" 1:3 წაგების შემდეგ გასული შეხვედრა მოკლედ მიმოიხილა.

"ერთხელაც იქნება და მაინც გავალთ ნახევარფინალში. გუნდმა ეს დაიმსახურა.

პირველ 20-25 წუთში თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად იყო. ვგრძნობდი, რომ უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ეს ტურნირი იდეალურად უნდა ჩაატარო.

ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. საკვანძო მომენტებში საჯარიმო მოედნებთან შეცდომებს ვუშვებდით.

სტერლინგს უნდა გაეტანა და დამატებითი დრო დაინიშნებოდა. მერე მესამე გოლი გავუშვით და ყველაფერი
დასრულდა.

ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით და კარშიც მეტჯერ დავარტყით. ახლა არდადეგები გვეწყება, შემდეგ კი ყველა ფეხბურთელი ისევ ფორმაში უნდა ჩავაყენოთ", - განუცხადა გვარდიოლამ BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მწვრთნელი არის კლოპი. მინიმალური დანახარჯებით გუნდი რა დონეზე აიყვანა. სიტის წელს 300 მილიონი აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის. კლოპმა ოლიმპიაკოსიდან 14 მილიონად მარცხენა მცველი იყიდა, დიდი ხანი ვაკვირდებოდიო,აქცებს ალბათ კაცად. იმ მეგობრის გასაგონად ლივეს 4-0 მოუგოო რომ ამბობს, ეს არაფრისმომცემი თამაში იყო, თორემ იურგენამ პეპს პრინციპული თამაშების 90% მოუგო + ლიგიდანაც იფრინა
LIVERPOOL
12:05 16-08-2020
1
გვარდიოლას მიზანი 1/2 ფინალი ყოფილა. ნუ რა უნდა თქვა? მან საკმაოდ დიდი ხანი იწვალა ბავარიაში და ახლა სიტიში წვალობს. მისი სახელი ბევრად გადამეტებულად ჟღერს ვიდრე სინამდვილეშია. ისეთი შემადგენლობებით რაც მას ყავდა ბავარიაში და ახლა სიტიში ბევრი მწვრთნელი დადებდა იგივე შედეგს, ზოგი მათგანი ბევრად უკეთესსაც. ბარსა იმ დროს თავის შემადგენლიბით და მესის ოქროს დროის დამთხვევით ერთ ერთო საუკეთესო იყო მსოფლიოში თუ არა საუკეთესო, ამიტომ გვარდილოს მიღწევა მის ფენომენს არ მიეწერბა, ეს ბარსა იყო ფენომენალური.
G.LA
11:28 16-08-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული