კოუტინიო: მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ და არა ჩემს მომავალზე

AutoSharing Option
"ბარსელონადან" "ბაიერნში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრობს.

"მე სრულად ფინალზე ვარ კონცენტრირებული. ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩვენთვის უნიკალური შანსია.

მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობ და არა ჩემს მომავალზე.

ნეიმართან ჯერ არ მილაპარაკია. დარწმუნებული ვარ, ისიც ფინალზეა კონცენტრირებული. პსჟ ძალიან კარგი გუნდია, სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს.

ნეიმარი ძალიან კარგი ფორვარდია, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მათ კიდევ საიმედო დაცვა ჰყავთ. შესანიშნავი ფინალი გველის", - ციტირებს კოუტინიოს Esporte Interativo.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული