ფლიკი: მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ რამდენჯერმე გადაგვარჩინა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ის 1:0 დამარცხების შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განვლილი მატჩი საკმაოდ თავშეკავებულად მიმოიხილა.

"თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს, რომელმაც რამდენჯერმე გადაგვარჩინა.

ბევრი კითხულობდა, თუ როგორ დავიცავდით თავს პარიზელთა შესანიშნავი თავდამსხმელებისაგან. ამ მხრივ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. გუნდმა საქმისადმი სწორი დამოკიდებულება აჩვენა. ამის ყურება სასიამოვნო იყო.

შესაძლოა, ამ სეზონში კომანი ბოლოს და ბოლოს რიბერისა და რობენის ჩრდილიდან გამოვიდა. არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონია და დღეს გოლიც გაიტანა.

მე არ მითქვამს, ზეიმი როდის უნდა დავასრულოთ.
გამარჯვების შემდეგ უნდა იზეიმო. საღამოს გამართვაა საჭირო და ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი როდის დასრულდება", - განუცხადა ფლიკმა უეფას საიტს.

alt"ბაიერნმა" პსჟ დაჯაბნა და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ ყველა ბავარიას ბალეშიკს კიდევ ბევრი მოგვეგოს და ბევრი 8 2 გვენახოს ახლა დასკდით მესისტები და მოლოცვის ინტელექტიც ვერ გამოიჩინოთ ბოღმისგან
Bavaria
08:10 24-08-2020
8
მიყვარს მესიც და რონალდოც, ასევე მარადონა და ზიდანი, მაგრამ ფეხბურთის ყურება 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დავიწყე და უფრო იმიტომ მომწონდა, რომ გუნდური თამაში იყო. ამის მაგალითი სწორედ ამ ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრები გახლდათ - არ ჰყავდათ ინდივიდუალისტები და შედეგს გუნდურად აღწევდნენ. ასეთი იყო, არის და იქნება ბაიერნიც. სწორედ ამით მივიდა ტრიუმფამდე.მანამდე იყო დიდი შრომა, იმედგაცრუება და ბოლოს დამსახურებული გამარჯვება 7 წლის შემდეგ.
: )))))))
10:59 24-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული