32 კლუბი 8 ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, ზალცბურგი, მოსკოვის ლოკომოტივი;
B ჯგუფი: რეალი, შახტარი, ინტერი, გლადბახი;
C ჯგუფი: პორტუ, მანჩესტერ სიტი, ოლიმპიაკოსი, მარსელი;
D ჯგუფი: ლივერპული, აიაქსი, ატალანტა, მიდტიულანდი;
E ჯგუფი: სევილია, ჩელსი, კრასნოდარი, რენი;
F ჯგუფი: ზენიტი, დორტმუნდი, ლაციო, ბრიუგე;
G ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, კიევის დინამო, ფერენცვაროში;
H ჯგუფი: პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ლაიპციგი, ისტანბულ ბაშაქშექირი;
"სიკვდილის ჯგუფები" შეგვიძლია D, F და H ჯგუფებს ვუწოდოთ.
"აიაქსი" და
"დორტმუნდი" F ჯგუფში ცალსახად საუკეთესო გუნდია, თუმცა "ზენიტი" და "ლაციოც" არაფერს დათმობენ.
H ჯგუფს რაც შეეხება, პსჟ-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დამატებული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტი "ლაიპციგი" აშკარა ინტრიგას ქმნის.
დანარჩენ ჯგუფებში კი 1 ან 2 გამოკვეთილი ფავორიტი მაინც არის.
განსაკუთრებულ დატვირთვას G ჯგუფი იწვევს, რომელშიც "იუვე" და "ბარსა" მოხვდნენ. რონალდუ და მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ჯგუფში იასპარეზებს ლაშა დვალის "ფერენცვაროშიც".
ეს ოთხი სიტყვა რა შუაშია..