ჩეფერინი 4 გრანდს ჩემპიონთა ლიგიდან გაგდებით დაემუქრა!

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი იმ კლუბებს, რომლებიც ევროპის სუპერლიგიდან არ გამოვიდნენ, დისკვალიფიკაციით დაემუქრა. ესენი არიან: "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "მილანი".

"ესპანურმა და იტალიურმა კლუბებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სუპერლიგაში იმყოფებიან, უეფასგან თავიანთი განშორიშორება უნდა უარყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა აეკრძალებათ.

სრულიად ცხადია, რომ კლუბებმა უნდა გადაწყვიტონ, სუპერლიგის წევრები არიან თუ ევროპული ლიგის. თუ ამბობენ, რომ სუპერლიგაში რჩებიან, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებენ. თუ ამისათვის მზად არიან, შეუძლიათ საკუთარ ტურნირზე იასპარეზონ", - ციტირებს ჩეფერინს Associated Press-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა ჩეფერინის ნამეტანი მოსდის, მოიგე ეს ბრძოლა და შეირგე რა, მთელი ომის უცბათ მოგებას ნუ ეცდები ემანდ ნაღმზე არ აფეთქდე.
12

სიახლეები პოპულარული