თავდამსხმელმა რონალდომ "მანჩესტერს" "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგაზე დუბლით ქულა მოუპოვა და ქებაც დაიმსახურა.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა კრიშტიანოს თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა. "ის წარმოუდგენელია. რონალდომ ისევ გააკეთა ეს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შეტევების ერთ-ერთი საუკეთესო დამსრულებელია. ექსტრაორდინარულია", - დაწერა ლინეკერმა თავის "ტვიტერზე".
"ერთ-ერთი? ერთი სცადე და დაწერე საუკეთესო", - შეეხმიანა ინგლისელი ჟურნალისტი პირს მორგანი.
ლინეკერმა უპასუხა: "გატანილი გოლების რაოდენობით ის პელეს, გერდ მიულერის, დი სტეფანოს და მესის დონეზეა. ძნელია სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელთა შედარება. თამაშის წესებისა და პირობების ცვლილებები თანამედროვე ფეხბურთელებს
ჯან პიერო გასპერინი ("ატალანტას" მწვრთნელი): "შეხვედრის შემდეგ რონალდოს ვესაუბრე. შესანიშნავია, ზოგიერთი პრობლემურად მიიჩნევს. კარგია, როდესაც ასეთი პრობლემა გყავს. იშვიათად აცილებს მიზანს: დროის ერთ ნახევარში გოლები გააქვს, ხოლო დროის სხვა ნახევარში მეკარეები მისი დარტყმული ბურთების მოგერიებით არიან დაკავებული. მე ვუთხარი: "იცი, ჩვენ იტალიაში როგორ ვამბობთ? წადი ეშმაკთან".
რიო ფერდინანდი (ინგლისის ნაკრების ექსმცველი): "ხალხი ამბობს, რომ რონალდო საკმარის სამუშაოს არ ასრულებს, მაგრამ მთავარს აკეთებს - ბომბარდირია. კრიტიკულ მომენტში ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სტადიონზე გამოჩნდება და თავის საქმეს გააკეთებს.
ინტენსიურობა არ იყო. როდესაც ამას უყურებ, საკუთარ თავს კითხვას უსვამ, თუ რა სქემით თამაშობენ. ეს ქაოსი იყო. ისინი მეორე ტაიმში კრიშტიანომ გადაარჩინა".