მიულერი "ბარსელონაზე" ხალისობს: ჩემი კლიენტია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბაიერნმა" 3:0 დაამარცხა "ბარსელონა", რომელიც ბოლო 21 წლის მანძილზე პირველად ვერ გავიდა პლეი-ოფში და ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა. ბავარიულმა გუნდმა "ბარსას" ზედიზედ მეოთხედ სძლია (საერთო ანგარიში 17:4). "ბაიერნის" თავდამსხმელმა ტომას მიულერმა ტურნირზე 50-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილზეა. ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ, მან კატალონიელთა კარი დალაშქრა და ნამატჩევს ჩინებულ ხასიათზე მყოფმა კომენტარების გაკეთებაც არ დაიზარა.

"როგორც ჩანს, "ბარსა" ჩემი კლიენტია. კარგად ვითამაშეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იყო. ეს გუნდი
ყოველთვის პრესინგს მიმართავს და ზეწოლას ახორციელებს. მაშინ გარემარბებს ზონები ეხსნებათ. ხანდახან დროულად ვერ ვაკეთებდით გადაცემებს. მეორე ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ მთლიანობაში სახალისო იყო", - ციტირებს მიულერს კლუბის საიტი.

მიულერმა ESPN-ს შემდეგი განუცხადა: "რაც შეიძლება ინტენსიურად თამაშს ვცდილობდით, რადგან ჩემი აზრით, ამით ძალიან განვსხვავდებით. ყოველ შემთხვევაში, მისი დღევანდელი მდგომარეობით. არ მგონია, რომ შეუძლიათ ასეთ ინტენსივობას გაუძლონ. ტექნიკის თვალსაზრისით, ყველაფერი აქვთ, ეს უეჭველია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ინტენსივობა ბურთის ფლობითაც უზრუნველვყოთ და მის გარეშეც. ისინი კი ამას ტოპ-დონეზე ვერ უმკლავდებიან".

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულით ბარსელონელი მესიო
ნიკა
10 დეკემბერი 2021 15:53
1
ბათუმის დინამოს რომ შეხვდეს ასეთი ბარსა ბათუმელებიც მოუგებენ დიდიანგარიშით თუ არა ერთ ორ უპასუხო გოლს მაინც გაუტანენ
მაროკო
10 დეკემბერი 2021 13:34
2
ბაიერნი აუცილებლად დაეჯახება პსჟ-ს, აუცილებლად და მაშინ იგრძნობს სულით მაინც ბარსენოლენის მესის გემოს პატივცემული მიულერი. ისე გერმანელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ღირსეული ქცევებით და საკვირველია ვის დაემსგავსა ზოგიერთი მათგანი
გიორგი
10 დეკემბერი 2021 10:29
7
ბარსას რაც შეეხება ეგ შენი სულით ბარსელონელი ტირილტირილით რომ გააგდო გუნდიდან კი ნახეთ და უშუალოდ მესის რაც შეეხება, ფულზე გამწარებული რომ არ იყოს პესეჟეში კი არა არგენტინაში წავიდოდა სათამაშოდ.
სულით ფულზე გამწარებული
11 დეკემბერი 2021 17:30
0
Germania da germanuli gundebi krizishi arasodes iqnebian..da 4 sezonhi rom zedized ase mogiva.krizisk ki ara nulia...dacinvas ver vitan da tumca dagcineben roca dasacini gaxdebi
Labirinti...
10 დეკემბერი 2021 08:30
4
ბაიერნი არ იყო კლოპმა 2 წელი სულში რო აფურთხა? მერე კრისებივით ფულით და კრიმინალი ხელმღვანელობით მთელი ბაიერნი დაშალეს, გიოტცეს ბავშვური სიღორით და სხვების სიდებილით ისარგებლეს და დაშალეს გუნდი. ბაიერნს თუ არ ქონდა ჩავარდნა და რავიცი კიდე, ლიგა 2013 წლამდე თვალით როდის ნახეს? ამპარტავან მიულერს წელს ან ისევ კლოპი ჩაუდებს გერმანულ სარდელს ან რეალი თავისი ანჩელოტით. ან ვინმე სხვა. ასე რომ აუარდებათ ხოლმე თავში მაშინ ედებათ ზუსტად. ან და რაის გერმანული, სულ არაა გერმანელი მაგათI მთრეველი ლევანდოვსკი რომელიც ყოველ წელს გუნდიდან გაქცევას ჩალიჩობს. რა ქნა მიულერმა შარშან პსჟ სთან? სამარცხვინო იყო მოედანზე. ლევანდოვსკის ერთი ტრავმა და ლილიც კი გამოაგდებს ან თავში ავარდნილ ვირთხებს. ესპანურ ფეხბურთს ერთ ადგილზე აკოცონ. ბარსამ რეალმა ატლეტიომ რიგ რიგობით რო ათრიეს. რაც შეეხება სტალინს და შენსარგუმენტებს გიორგი ხარ თუ ვიღაც, აშკარად მამა ან გარემოცვა გყავს მიშისტი ნაციონალი და იმათი გამოლაყებული ხარ. ცოტა მეცოდები მარა არაუშავს
Giorgis da mis msgavsebs
12 დეკემბერი 2021 00:32
1
როდის ნახე ბაიერნი კრიზისში? ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია.
Giorgi
10 დეკემბერი 2021 03:04
3
კი ქონდა სეზონური ჩავარდნები! უბრალოდ კარგი მწვრთნელის ხელში, მალევე ამოქაჩეს. მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ბარსას ბოლო მწვრთნელები ყავდა " ერთმანეთზე უარესები" როგორ გგონიათ გუნდზე არ აისახებოდა. ჩავის დრო სჭირდება და დალაგდება ყველაფერი. მიულერი უბრალოდ მაგარი ცინიკოსია და არ არსებობს ეგეთი ნათქვამი არ დაუბრუნდეს უკანვე.
გიორგის
10 დეკემბერი 2021 09:48
2
ძალიან ხშირად უგებს ბაიერნი ბარსელონას,მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, მესიმ რომ ბოატენგი დააგდო მოჭრილი კუნძივით საჯარიმოში და ნოიერი დააპატარავა კარში. ყველას და ყველაფერს აქვს კრიზისი,ყველა წაიქცევა,მთავარია მალე წამოდგომა,რაშიც ბაიერნს ბადალი არ ჰყავს
საქართველო
10 დეკემბერი 2021 07:19
1
დედაშენი მიაგიტლერკაპუტა გორელმა ჯუღაშვილმა
გორი
10 დეკემბერი 2021 01:41
25
ასევე " მიაანექსირა" თავისი გერმანია მერკელმა, როცა შერეკა მიგრანტები აფრიკიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კარგად გვახსოვს აფრიკელებმა, რა სისასტიკე ჩაიდინეს, იქაური მოქალაქეების მიმართ და განსაკუთრებით ქალების მიმართ.ეხლა უკვე ისეთ დღეშია გერმანია და არა მარტო გერმანია, მთლიანად ევროპა, რომ მიგრანტების გაგონებაც არ უნდათ. საკუთარ ქვეყანას, რომ ასე მოექცევა ქვეყნის მეთაური, ანექსიაზე უარესია. ფაქტიურად აფრიკელებს აქვთ 'ანექსირებული" ევროპა და განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი.
გიორგის
10 დეკემბერი 2021 12:56
5
და შენც გაიმარჯვე ხო? დღეს გამარჯვებული გორი ყვავის და "გიტლერის" გერმანია კია მიწასთან გასწორებული. სხვათა შორის, გერმანიამდე, გორელმა ჯუღაშვილმა შენი სამშობლო "მიაანექსირა".
გიორგი
10 დეკემბერი 2021 10:44
1
მიულერ! ჩვენც გვახსოვხართ თავის დროზე, დაჩაჩანაკებული და სხვისი კლიენტებიც, რომ იყავით. ესეთი კრიზისები, ყველა გუნდის თავზე ხდება ისე, რომ ბარსაც გამონაკლისი არ არის. რაც შეეხება დაცინვას, არ გეშინიათ ეგ დაცინვა თქვენვე, რომ დაგიბრუნდეთ?
ბუმერანგი.
09 დეკემბერი 2021 20:46
45
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული