სკანდალი. "ბერნაბეუზე" ნამატჩევს პსჟ-ის პრეზიდენტი მსაჯებთან შევარდნას აპირებდა და "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "რეალმა" მადრიდში 3:1 დაამარცხა პსჟ და მეოთხედფინალში გავიდა. საკამათო გახდა ბენზემას მიერ გატანილი პირველი გოლი. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი თვლის, რომ ქარიმი მეკარე დონარუმას ეუხეშა.

"მარკას" ცნობით, ნამატჩევს გამწარებულმა ალ-ჰელაიფიმ ლოჟა სასწრაფოდ დატოვა და მსაჯთა ოთახისკენ გაემართა, რათა არბიტრ დანი მიკელისთვის პრეტენზია გამოეთქვა. კატარელი ყვიროდა და ყველაფერს ხელს ურტყამდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ის პოლიციამ შეაჩერა. El Partidazo de Cope ამტკიცებს, რომ ალ-ჰელაიფი "რეალის" დელეგატს მოკვლით დაემუქრა.

"პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ წაგება
მსაჯებს დააბრალა.

"როგორი სირცხვილია! ბენზემამ თამაშის წესები დაარღვია. ასეთ უხეშ შეცდომაზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება 2022 წელს ასეთი რამ ხდებოდეს. ასეთი გოლის გაშვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დაუჯერებელია, რომ VAR-მა მომენტი არ ნახა. ყველა რაკურსიდან ვიდეოგამეორებები ამტკიცებს, რომ ფოლი იყო. შემდგომმა ათმა წუთმა დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

ჩვენ ორივე შეხვედრაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ფეხბურთი იმაში მდგომარეობს, რომ მომენტები გამოიყენო. მართლაც, ჩვენ ცოტა ჩავვარდით. ამის ახსნა ძნელია", - განუცხადა პოჩეტინიომ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
როცა თვალები ლაპარაკობს
ნერაძური
11 მარტი 2022 12:51
1
მთელი პირველი მატჩი და მეორეს 70 წუთი აშკარად ჯობდა პსჟ და ჯარიმაც იყო ბენზემაზე,მაგრამ აშკარად გამოჩნდა ამის შემდეგ რომ ანჩელოტიმ გუნდი დააყენა,ხოლო პსჟ გუნდი კი არა ბანდას!
ლუკა
10 მარტი 2022 18:16
3
რამდენჯერ დავწერო და ვთქვა ყოველწელს ერთიდაიგივე. მსოფლიოში ასეთი ნაგავი გუნდი არ არსებობს რაც პსჟ-ა. დაუჯერებელია ერთი რამ უკვე რამდენი წელია გუნდი სჩადის ყლ....ობებს და ვითომ გვაბოლებენ. იქ ბარსასთან სპექტაკლი ადრე რომ გაითამაშა. კიდევ რამდენი ასეთი სირობები გავიხსენო ამათი დადგმული. ეხლა მესიო ეგ იზამსო რასაც იზამსო და ჩემი ფეხები გააქრეს საერთოდ. კაცს ოთხი წელია რეალისთვის გოლი არ გაუტანია და ბოლო 7 წელია ლიგის ფინალში არ გასულა. პსჟ ერთისიტყვით ყომარბაზი გუნდია დაიჯერეთ რა.რაც მაგას სასტავი ყავს ბოლო 10 წელი პირველ ტაიმშივე უნდა ამთავრებდეს წესით ყველა გუნდთან ყველაფერს. ასეა ბიძია მაგი ამბავი და ეხლა რეალი რომ ჯადოსნური გუნდია თავისი ქარიმ ბენზემათი ხომ ხვდებით მაგას. ეხლა გინდ მსაჯს შეუვარდეს ვისაც უნდა და გინდ ყლე ნეიმარს. მორჩა ყველაფერი. რეალი წელს კიდევ აიღებს ლიგას. აგერ თქვენ და აგერ მე.
Edinio
10 მარტი 2022 18:10
8
ანუ უვრალოდ დაფიქრდი რა უნდა გვეთქვა ჩვენ რეალზე როცა წააგო კარგი? ან ცუდი რო გვეთქვა რამე შეიცვლებოდა? ნიუსები იყო რო რეალმა წააგოო, მეტი რა უნდა ყოფილიყო ვერ გავიგე, და შენ რო იძახი ზეიმი ადრეა ყველაფერს მომავალი გვიჩვნებეს წინსაწარ ნუ გადავწყვეტთ ნურაფერს
დათო ალბათ პსჟ ფანს
18 მარტი 2022 19:28
0
ლეოო წადი შენს ბარსას მიხედე, გალათასაირისაც ვეღარ უგებს უკვე :) :) თან სად? :) :) ევროპა ლიგაზეეე :) ;) :) თან სახლშიიი :) :)
ჰა ჰა ჰა
11 მარტი 2022 02:24
1
ყველა გამოხმაურება
ერთი გოლი გაიტანა მარტო რეალმა? შეენარჩუნებიათ 1-1 და გასული იყვნენ. იმას რატომ არ ამბობენ რომ მაგის შემდეგ გაქრა პსჟ სტადიონიდან. გუნდს რომელსაც ამბიცია აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე თუ მართლა ამ გოლმა გატეხა ეგეც არაა გასასამართლებელი საბუთი. ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნიათ ტაიმის მეორე ნახევარში რა მსაჯი:)
ჰალა მადრიდ
10 მარტი 2022 16:59
1
ჰალა მადრიდ, ერთი ფულის ტომარა გავისტუმრეთ სახლში, შეიხებმა მიხედონ აქლემების დოღს, დაანებონ ფეხბურთს თავი
მამუკა
10 მარტი 2022 15:25
3
ლეოო შენ კიდევ ნუ იბოღმები, არ კასდე, დასვრი ყველაფერს :) :) :)
ჰა ჰა ჰა
11 მარტი 2022 02:20
2
ბებერ მაფიოზა პერეს, რომ ფული აქვს, მთელ ესპანეთსს იყიდის! მადრიდს მოეხვნება კარგები შემდეგ ეტაპზე, თუ ისევ მსაჯები არ მოისყიდეს.
მამუკა ძალიანაც ნუ იბრიქებით.
10 მარტი 2022 19:53
12
რაც არ უნდა ილაპარაკონ რეალმა აჯობა შედეგიც სახეზეა ეს არის სიმართლე. ანჩელოტის დამსახურებაა სათამაშო დისციპლინის სრული დაცვით ეთამაშა რაც ფრანგებს არ გააჩნია
ისიდორე
10 მარტი 2022 14:54
0
რა სახე აქვს :D, "მზე" არავის მოჭამოს
შაკო
10 მარტი 2022 13:27
2
"შაკოს" - ლეოოო ისევ შენ ხარ? :) :) :)
ჰა ჰა ჰა
11 მარტი 2022 02:18
0
არ ვარ რეალის ფანი :D Forza Juve!
შაკო
11 მარტი 2022 01:25
0
ყველა გამოხმაურება
ფულით ყველაფერს ვერ იყიდიო, ამათზეა ნათქვამი - მესი, ნეიმარი,მბაპე, დი მარია და დანარჩენები რომ გყავს და წაგებას მსაჟს აბრალებ, მსუბუქად რომ ვთქვათ, იდიჯტი უნდა იყო! ჩეფერინის ძმაკაცი შენ ხარ, ფინალი შენ სტადიონზე დაგინიშნა და მეორე თუ მესამე შემადგენლობით მოთამაშე გუნდს ვერ უგებდე, პრობლემა შენს თავში ეძებე!
REAL MADRID
10 მარტი 2022 12:57
1
ფოლი კი არა.დეგენერატი მწვრთნელი ხარ..და დონარუმას ჩაეძინა აშკარად...მბაპეს გარდა პსჟ ფულის ტომარაა მხოლოდ
Labirinti...
10 მარტი 2022 10:58
2
მაქ არავითარი ჯარიმა არ იყო რადგან ბენზემამ ჯერ ბურთს შეეხპ და შემდეგ მეკარეს გარდა ამისა მეტოქის "მოშორება" ჯრრ დონარუმამ ცადა მაგრამ ბენზემას გამოუვიდა და თან ასევე თუ დააკვირდებით (ვინც უყურეთ მათჩს) მხარით ეჯახება რაც ჯარიმა არანაირად არაა იმ შემთხვევაში თუ არ ჩაარტყა ან რაიმე მსგავსი აქ კი ეგეთი არაფერი ყოფილა, ხოლო პოჩეტინო რო ამბობს ვჯობდითო არ ვიცი თვალები სად ქონდა პირველი ტაიმი თანაბარი იყო მეორეში ყველაფერი ვნახეთ რაც მოხდა
დათო
10 მარტი 2022 10:33
13
მოდი რადგან წესებს შევეხეთ უფრო ჩავურღმავდეთ: იმ მართკუთხედში ფეხბურთელს მეკარეზე შეხება არ შეუძლია თუ ბურთისთვის არ თამაშობს ან მეკარე პირიქით არ გადადის პირველი "შეტევაზე", ამ შემთხვევაში კი ორივე კრიტერიუმი ბენზემას მხარესააა... რაც შეეხება იმ თემას რატომ წააგო პსჟმ მიუხედავად იმისა რომ კარგი გუნდი ყავდა, ამის მიზეზი მარტივია: კარგი გუნდის ყოლა არ ნიშნავს მხოლოდ ძვირი და ლარგი ფეხბურთელების ყიდვას მართალია რაც უფრო კარგი ფეხბურთელი გყავს მით უკეთესია მაგრამ, თუ ყიდულობ უნდა იყიდო ისეთები რომ ერთმანეთს კარგათ აუწყონ თამაში ასევე ერთ პოზიციაზე არ უნდა იყიდო ყველა ფეხბურთელი თუ წინ დაკარგე ბურთი იმის შიში არ უნდა გქონდეს რომ მცველები ვერ დაიცავენ გუნდს, და სხვა უამრავი მიზეზია...
დათო
10 მარტი 2022 20:38
0
ბატონო დავით
თუ ჯარიმაზე ვსაუბრობთ, მაშინ არც მთლად მასეა საქმე.
მეკარის საჯარიმო მოედანში (იმ პატარა მართკუთხედში) მეკარესთან შეჯახება არ შეიძლება. ასე რომ ჯარიმა იყო.
სხვა საკითხია, რომ ამ საკიტხს მსაჯები არასოდეს ერთნაერად არ უდგებიან.
თუ თამაშზე ვლაპარაკობთ, პსჟ-მ მიიღო ის რაც დაიმსახურა. თუ შენ გუნდი ხარ და პრეტენზია გაქვს რამეზე. ჯერ ერთმა ბურთმა არ უნდა გაგტეხოს და მერე სამი ბურთი ასე მოკლე დროში? კარგით რა. ეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს რომ ფეხბურთელები ყავს (იმედია ამაზე არავინ დაობთ), მაგრამ გუნდი არა ყავს. შეკრულ გუნდს ერთი კი არა ორი შეცდომა ვერ გატეხს.
სწორედ ამიტომ მოიგო რეალმა და საერთოდ ანჩელოტის ყველა გუნდს ახასიათებს ბრძოლის უნარიანობა.
მოკედ მიუხედავად ყველაფრისა მოიგო უფრო ძლიერმა.
ოთარი
10 მარტი 2022 18:22
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული