"ატლეტიკოსა" და "სიტის" ფეხბურთელებმა გვირაბში იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ სიტის" საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად გოლის გატანა სჭირდებოდათ, სტუმრები კი დროს წელავდნენ და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მწვრთნელები მოედანზე შერბოდნენ, ფეხბურთელები ჩხუბობდნენ. მსაჯმა კომპენსირებულ დროში მადრიდელთა მცველი ფელიპე გააძევა. "სიტიმ" გაუძლო, ნულოვან ფრეს მიაღწია და ორი შეხვედრის ჯამში ნახევარფინალში გავიდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბი "ვანდა მეტროპოლიტანოს" გვირაბში გაგრძელდა. ფეხბურთელები ერთმანეთზე იქაჩებოდნენ და მათ დასაშოშმინებლად პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ატლეტიკო - ბინძური მწვრთნელის, ბინძური გუნდი.
7777777
10:15 14-04-2022
8
ასეთი ბინძური და პროვოკატორთა გუნდი როგორიც მადრიდის "ატლეტიკოა" მეორე არ მეგულება ტოპ ლიგებში. თავისი მთავარი მწვრთნელიანად.
ირაკლი
11:53 14-04-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული