"მე ამ თამაშს ვერ მოვიგებ..." - გვარდიოლამ "რეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "ქალაქელების" მოწინააღმდეგე მადრიდის "რეალია".

"არსებობს ისტორია. მას ვერ შეცვლი, თუმცა ფეხბურთი 11-11-ზე თამაში. ბევრი კარგი გუნდი გათამაშებას უკვე გამოეთიშა. ოდესღაც ამ ეტაპზეც ვერ გავდიოდით... ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ, რადგან ეს ყველაფერი დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა ორივე მხარეს სურს, თუმცა ყველაფერს სპორტსმენები გადაწყვეტენ. ფეხბურთელები თამაშობენ ამ სპორტს, მე ამ თამაშს ვერ მოვიგებ" - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" შეხვედრა დღეს,
26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მეორე მხრიდან კი ფინალისთვის ერთმანეთს "ლივერპული" და "ვილიარეალი" შეერკინებიან (ხვალ, 27 აპრილს).

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ომი მადრიდში - დიდი ესპანურ-ინგლისური ნახევარფინალები გველის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიტის ვუსურვებთ გამარჯვებას! ეჭვიც არ მეპარება, რომ გაიმარჯვებენ!
სიტის ფანები.
26 აპრილი 2022 11:52
39
შენ არც პსჟ სთან გეპარებოდა ეჭვი.
მეგრელი
26 აპრილი 2022 14:00
4
ბურთი მრგვალიაო, ხომ გაგიგია? სიტის ფანები.
მეგრელს!
26 აპრილი 2022 15:27
4
მთავარია რეალის ფეხბურთელებმა მოტივაცია ნახონ და სიტის ასეთ რეალთან შანსი არ ექნება.ისტორიით გამოვდილებით და კლასით რეალი ერთი თავით მაღლა დგას სიტიზე დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჰალა მადრიიიიდ
რონი
26 აპრილი 2022 11:41
32
მაგასაც ვნახავთ ხვალ ისევ შევხმიანდებით და ვინ იქნება ერთი თავით მაღლა მაგასაც დავინახავთ.
gio
26 აპრილი 2022 12:18
14
არასდროს მინახავს ისტორიას გოლი გაეტანოს. დე ბრუინის კლასს კიდე დაასკდეს სრულიად მადრიდი. ღმერთის საყვარელი გუნდია. 2 მომენტიდან 3 გოლი გაიტანეს. სიტიმ ოციოდე შანსიდან - 4. ეგრე გაუარდა პსჟ სთანაც და ჩელსისთანსც მარა სამმარისია გამართლება. ერთი კაცის გუნდია
Huh
27 აპრილი 2022 07:39
0
სიტი დღეს იმას აკეთებს, რაც რეალს ასჯერ აქვს უკვე გაკეთებული
რუსეთი ოკუპანტია
26 აპრილი 2022 15:33
4
Reals ramxela kushi aq.gols gaitans rei
Amiran
26 აპრილი 2022 22:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული