"მე ამ თამაშს ვერ მოვიგებ..." - გვარდიოლამ "რეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, "ქალაქელების" მოწინააღმდეგე მადრიდის "რეალია".

"არსებობს ისტორია. მას ვერ შეცვლი, თუმცა ფეხბურთი 11-11-ზე თამაში. ბევრი კარგი გუნდი გათამაშებას უკვე გამოეთიშა. ოდესღაც ამ ეტაპზეც ვერ გავდიოდით... ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ, რადგან ეს ყველაფერი დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა ორივე მხარეს სურს, თუმცა ყველაფერს სპორტსმენები გადაწყვეტენ. ფეხბურთელები თამაშობენ ამ სპორტს, მე ამ თამაშს ვერ მოვიგებ" - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" შეხვედრა დღეს,
26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მეორე მხრიდან კი ფინალისთვის ერთმანეთს "ლივერპული" და "ვილიარეალი" შეერკინებიან (ხვალ, 27 აპრილს).

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ომი მადრიდში - დიდი ესპანურ-ინგლისური ნახევარფინალები გველის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
სიტის ვუსურვებთ გამარჯვებას! ეჭვიც არ მეპარება, რომ გაიმარჯვებენ!
სიტის ფანები.
11:52 26-04-2022
39
მთავარია რეალის ფეხბურთელებმა მოტივაცია ნახონ და სიტის ასეთ რეალთან შანსი არ ექნება.ისტორიით გამოვდილებით და კლასით რეალი ერთი თავით მაღლა დგას სიტიზე დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჰალა მადრიიიიდ
რონი
11:41 26-04-2022
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული