დიდი მატჩი "ეტიჰადზე" - "სიტიმ" "რეალს" 4:3 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 4:3 დაამარცხა.

უნდა ითქვას, თქვენი მოწონებული ფეხბურთი ვიხილეთ: 93-ე წამზე დე ბრუინმა თანამემამულე კურტუას კარი თავურით დალაშქრა და „ქალაქელები“ დააწინაურა (ტურნირზე "სიტის" ყველაზე სწრაფი გოლია). შემდეგ გაბრიელ ჟეზუსმა ალაბა ჩამოიცილა და ანგარიში გაზარდა. მის ანგარიშზე ბოლო 2 შეხვედრაში 5 გოლია. „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საწყის 11 წუთში პირველად გაუშვა 2 გოლი. მერე მომენტები მარეზმა და ფოდენმა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გამოიყენა ბენზემამ, რომელმაც „სამეფო გუნდში“ მე-600 შეხვედრა ჩაატარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში
„სიტიმ“ აქტიურად შეუტია და ხელიდან გაშვებული კარგი შანსის შემდეგ ფოდენმა კურტუა დაამწუხრა, თუმცა მალე ჩინებული სოლო-რეიდით ვინისიუსმა ანგარიში ისევ მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას გუნდმა ბურთი დაიჭირა, ტემპი დააგდო და ბერნარდო სილვამ კურტუა გაშეშებული დატოვა - 4:2. მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ლაპორტს მოხვდა, ბენზემამ პანენკათი პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან სეზონში კლუბში 41-ე გოლი გაიტანა, ლევანდოვსკის გადაასწრო და 14 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.

მანჩესტერი.“ეტიჰადი“. 52 217 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:3
გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 ვინისიუსი (55), 4:2 ბერნანდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (82, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარში დარტყმების რაოდენობა და მერე გოლების რაოდენობა შეადარეთ. კიდე ერთხელ დავრწმუნდი მამარდაშვილის მაგრობაში, ბიჭი თამაშში 3-4 სეივს აკეთებს.
100%
01:01 27-04-2022
0
სიტის უპირატესობა აშკარა იყო. რეალის კლასი გამოჩნდა იმაში რომ მინიმალური რაოდენობის მომენტები გარდასახეს გოლად. სიტი ცოტა უდიერად ექცეოდა მომენტებს, თითქოს იცოდნენ მაინც გაიტანდნენ და ზედმეტი თავდაჯერების გამო ვერ შეძლეს 2-3 ბურთით გამარჯვება. არა და ეკუთვნოდათ
კაი თამაში იყო
01:12 27-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული