გვარდიოლა: მადრიდში მოსაგებად წავალთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" 4:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ეს ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ჩვენ ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გოლები გავუშვით და უფრო მეტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ დაპირისპირება ორრაუნდიანია და კიდევ ერთს ერთი კვირის შემდეგ ჩავატარებთ.

პირველ ტაიმში მომენტები ვაჩუქეთ, როდესაც თამაშში დაბრუნდნენ, რადგან იქამდე ძალიან ნერვიულობდნენ. როგორც წესი, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს და უსაფრთხოდ ვართ. ამას გარდა, ისინი წარმატებით მიმართავდნენ პრესინგს. საუბარი ფინალში გასვლაზეა. მადრიდში მოსაგებად წავალთ.

ჩემპიონთა ლიგიდან "ტოტენჰემთან"
გამოვვარდით, როცა ბურთი ხელზე ლორენტეს მოხვდა. დღეს ლაპორტის ხელი იყო. ასეთი რამეები ხდება. ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ - ვითამაშოთ ისე, როგორც ვთამაშობთ. "რეალს" შენი დასჯა შეუძლია.

იმის გათვალისწინებით, როგორ ვთამაშობდით ბურთით და უბურთოდ, ფეხბურთელებს მეტს ვერ მოვთხოვ. მათ ვეუბნები, რომ დაისვენონ. ფეხბურთი ფანტასტიკური სანახაობაა. ვულოცავ ანჩელოტისა და მის გუნდს, ისინი ძალიან კარგები არიან. ამასთან, დავინახეთ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია", - ციტირებს გვარდიოლას BBC.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოლო ორ თამაშში რეალმა 7 გოლი გაუშვა და საერთოდ პლეი-ოფში უკვე ათი!მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის?!არც ერთ თამაშში არ შეუნახავთ კარი მშრალად და პროგრესულად მათ კარში გასული გოლების რაოდენობაც იზრდება!საფეხბურთო ლოგიკა ასეთია:რაც არ გავიდა მანჩესტერში,ყველა შევარდება მადრიდში,საკმაოდ გოლებს ჩაუტვირთავს სიტი და ერთით მეტი რომ გაიტანოს იმდენი რესურსი ამ რეალს ნამდვილად არ აქვს!
sandrex
22:02 27-04-2022
1
კანეშნა მოგებაზე უნდა ითამაშო, ისევე როგორ ჩელსიმ, თან პსჯ-სავით ერთ ბურთზე არ უნდა დადგე, ან ატლეტიკოსთან, რო ქენი მადრიდში იგივე, რომ გაიმეორო ჩათვალე განადგურებული ხარ.D
0

სიახლეები პოპულარული