"პიუნიკი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა - დღეს "სლოვანი" თამაშობს

AutoSharing Option
26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 6 საპასუხო მატჩი გაიმართა, კიდევ 6 და მათ შორის, "სლოვანი"-"ფერენცვაროში" კი, დღეს ჩატარდება.

"პიუნიკმა" ერევანში 0:1 წაგების შემდეგ ლუქსემბურგში 4:1 დაამარცხა "დუდელანჟი" და მესამე რაუნდში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "დუდელანჟის" კარი ჟუნინიომ, ლუკა იურიჩიჩმა (ორჯერ) და იუსუფ ოტუბანჯომ დალაშქრეს.

მესამე ეტაპზე "პიუნიკი" "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება. სომხურ კლუბს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვს.

სხვა შეხვედრები

აეკ (ლარნაკა) -
მიდტიულანდი
1:1 (პენ 3:4) (პირველი მატჩი 1:1)
შერიფი - მარიბორი 1:0 (0:0)
პლზენი - ჰიკ 5:0 (2:1)
შემროკ როვერსი - ლუდოგორეცი 2:1 (0:3)
შკუპი - დინამო (ზაგრები) 0:1 (2:2)
"შკუპში" შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც "შემროკ როვერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
უკვე მე-2 წელია, რაც სომხური გუნდი ევროპული ტურნირის ჯგუფს ითამაშებს, თანაც ცრვენა ზვეზდაც რომ დაამარცხოს ევროპალიგის ჯგუფშია!
აი ასე. ეს არის სწორი მუშაობის და სწორი ტრანსფერების შედეგი.საიმონ ბენიოს (რომელმაც ბურთზე ნორმალურად ფეხის დარტყმა არ იცის) და პრიეტოს მსგავსი ვაი ფეხბურთელები რომ არ მოყავს აი ის.ქვეყანაში საბა კვირკველია გყავდეს და მას აზერბაიჯანში უშვებდე სათამაშოდ, ვიქნებით იქ, სადაც ვართ.ყველაფერი კანონზომიერად ხდება.
ქობულეთიდან
04:42 27-07-2022
2
გენაცვალეთ ბიჭებო. როგორც სომეხს ძალიან მიხარია, ჩემი ისტორიული სამშობლოს გუნდის წარმატება. ცრვენასაც გავცდებით თუ მოვინდომებთ❤ იმედია ქართული გუნდებიც მოიხოდებიან.
სანდრო გევორქიანი
07:48 27-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული