ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
საუკეთესო მაინც ხვიჩა იყო.პირველი სამი გოლი მისი აქტიური ის შედეგია.
ჯუჯი
08 სექტემბერი 2022 01:27
1
ძალიან კარგი ხარ კვარა! დიდი სიხარული მოგვანიჭე. წინ კიდევ უკეთესი თამაშებია!
არტ
08 სექტემბერი 2022 01:22
0
რატომ ცვლიან ასე ადრე რა სისულელეა სწრაფი და მაგარი ტექნიკურია კონტრ შეტევებზე მაგარია
ლომი
08 სექტემბერი 2022 01:19
17
კარგი დებიუტია ნამდვილად. ოსიმენის პასით რომ გაეტანა, საერთოდ ბომბა იქნებოდა, არადა გასატანი იყო . თუმცა არაუშავს. მაინც მაგარი ხარ! დღეს ზელინსკის დღე იყო! ყოჩაღ მასაც!
დავით 67
08 სექტემბერი 2022 01:17
2
ყოჩაღ ხვიჩა ძალიან მაგარი იყო. ბრავოოო. სიხარულისგან გიჟივით ვიცინოდი. კლოპი გასახდელში გაიქცა ის გოლი რომ გაატანე შესვენებაზე, ხაჭაპური უნდა გამოვაცხოო..DDD მადლობა. გილოცავ და წარმატებას გისურვებ.
პ.ს. არნოლდს დაურეკე ნაწყენი არ დაგრჩეს.
G.LA
08 სექტემბერი 2022 01:15
3
https://twitter.com/i/status/1567614847222677505
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2022 01:11
1
მაგარი იყო. :))))) კომენტარებში ხვიჩაა თუ საბ ზეროო. :) წარმატებები ხვიჩას! ყველაფერი ახლა იწყება.
რატი
08 სექტემბერი 2022 01:55
1
ხო აი ამ მომენტზე გიჟივით მეცინებოდა რა უქნა, რა ახტუნავა და მერე არნოლდს ნაძვის ხესავით ურბინა DDDD და საგოლე პასი რომ მისცა.
G.LA
08 სექტემბერი 2022 01:36
0
bravo xvichanchura
juve
08 სექტემბერი 2022 01:06
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული