სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.
მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.
გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)
ისე ხელზე რომ არ მოხვედრილიყო მცველს გოლი იყო 90%. რაც ითამაშა ხვიჩამ ნაპოლიში ყოველთვის კარგი იყო. თამაში არ ჩაუგდია.
ვერ გავიგე, რატომ ეგოისტობდნენ მისი თანაგუნდელები მაშინ, როცა ხვიჩაზე პასის გაკეთება უკეთესი იქნებოდა და პენალტის დროსაც კი, რომელიც უდაოდ ხვიჩას ეკუთვნოდა.
დააყვითლა და დააწითლა მცველები :)
პირველი გოლი მისი მოპოვებული პენალტით რომ გავიდა ამან გახსნა თამაში, უდიდესი წვლილი შეიტანა მოგებაში.
რომ ატეხეს ახლა ერთი ამბავი, პენალტი რატომ არ დაარტყმევინაო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაარტყამს, მთავარია მისი მოპოვებული პენალტი გოლად იქცა. ძალიან ახალგაზრდაა და შეიძლება ფიქრობს მწვრთნელი, რომ ფსიქოლოგიურად არაა მზად პენალტებისთვის, რა არის ამაში ტრაგედია.
აშკარად უნდოდა თვითონაც რომ დაერტყა.
პატარა ბავშვივით ყველაფერი სახეზე ეწერება. სიხარულიც და წყენაც.
თუ არ დაიგრუზება მაგის გამო უფრო უკეთესი იქნება. ისე მაგრად თამაშობს და ისეთი სილამაზის გოლები გააქვს, პენალტი არ დამარტყმევინესო მაგის გამო არ უნდა მიიღოს გაბუტული სახე ჩემი აზრით :)
დააკვირდით გოლის მისალოცად რომ მიდის პოლიტანოსთან რა სახე აქვს :))
მართლა ბავშვია რაა :)
რაც შეეხება კვარას თამაშს: ბევრს დარბოდა, დაცვაში აქტიურობდა, 1 მომენტი ქონდა გოლის გატანის.
მეტი შეუძლია, ივარჯიშებს, ფსიქოლოგიურად მოძლიერდება და კიდევ მეტად ძლიერი გახდება!
ფეხბურთი გუნდური თამაშია და ნაპოლი ამ ასპეკტში ძლიერები არიან, ყველა მოთამაშეები ერთნაირად კარგები არიან, და სასარგებლო გუნდისთვის. გუნდი მაში. აგებს როდესაც ერთ ფეხბურთელზე აქვს აგებული თამაში. ბრავო სპალეტის!
დიდება საქართველოს!