ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.
"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.
"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.
ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.
რა უნდა ამას კვარაცხელია რამდენჯერაც დაარყმას ყველა გოლით დასრულდეს? და რამდენ პასსს გააკეთებს ყველა ერთი-ერთზე დატოვოს თანაგუნდელი?
100 მილიონიანი აყლაყუდა რომ ყავს და 1 გოლი აქვს გატანილი სულ გავიდა ნახევარი სეზონი ეგ არაფერი? :)
და რადგან ეჭვიც არ მეპარება, რომ ზემონახსენები ჟურნალისტი ეროვნებით ქართველია - პირდაპირ მოუწოდებ ძირფესვიანად გადახედოს პრეს-კონფერენციების მიმართ დამოკიდებულებას და შემდგომში გამოვიდეს, პირველ რიგში, თავად ხვიჩა კვარაცხელიას და ყველა ქართველი გულშემატიკივრის ინტერესებიდან...
როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, გთავაზბთ - ამავე საიტზე მიეცეს ჩვენს გულშემატკივრებს შესალებლობა ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესი შეკითხვები კონკრეტული მატჩის ირგვლივ. და საიტმავე გამოყოს ჟურნალისტი, რომელიც ამ შეკითხვებიდან ყველაზე საინტერესოებს შეარჩევს და გააჟღერებს შესაბამის პრეს-კონფერენციაზე...