ჩემპიონთა ლიგა. V ტური: მესი ძველებურად ბრწყინავს - "რეალის" დაუმარცხებელი სერია შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური გაიმართა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ჩელსი", პსჟ, "დორტმუნდი" და "ბენფიკა" გავიდნენ - ადრე პლეი-ოფში "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გავიდნენ.

„რეალი“, რომელმაც პლეი-ოფის საგზური გასულ ტურში მოიპოვა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე „ლაიფციგთან“ 2:3 დამარცხდა და დასრულდა მიმდინარე სეზონში მისი 16-მატჩიანი წაუგებელი სერია.

პსჟ-მა სახლში „მაკაბი“ 7:2 გაანადგურა. მესიმ და მბაპემ დუბლი შეასრულეს (ლეომ ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა). მესიმ ამ სეზონში პარიზულ გუნდში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

"იუვენტუსი" "ბენფიკასთან" 3:4 დამარცხდა და
ჯგუფურ ბარიერს ვერ გადალახავს.

E ჯგუფი

ზალცბურგი. "რედ ბული"
ზალცბურგი - ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 კოვაჩიჩი (23), 1:1 ადამუ (48), 1:2 ჰავერცი (64)

ზაგრები. "მაქსიმირი"
დინამო (ზ) - მილანი 0:4
გოლები: 0:1 გაბია (39), 0:2 ლეაო (50), 0:3 ჟირუ (59, პენ), 0:4 ლიუბიჩიჩი (79, საკ. კარში)

F ჯგუფი

გლაზგო. "სელტიკ პარკი"
სელტიკი - შახტარი 1:1
გოლები: 1:0 უაკუმაკისი (34), 1:1 მუდრიკი (58)

ლაიფციგი. "რედ ბული"
ლაიფციგი - რეალი  3:2
გოლები: 1:0 გვარდიოლი (13), 2:0 ნკუნკუ (18), 2:1 ვინისიუსი (44), 3:1 ვერნერი (81), 3:2 როდრიგო (90+4, პენ)

G ჯგუფი

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 ელ-ნესირი (61), 2:0 ისკო (88), 3:0 მონტიელი (90+4)
გაძევება: ხოჭოლავა (90+5)

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - მანჩესტერ სიტი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მარეზი (59)

H ჯგუფი

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - იუვენტუსი 4:3
გოლები: 1:0 ანტონიო სილვა (17), 1:1 ვლაჰოვიჩი (21), 2:1 ჟოაო მარიო (28, პენ), 3:1 რაფა (35), 4:1 რაფა (50), 4:2 მილიკი (77), 4:3 მაკენი (79)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - მაკაბი 7:2
გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 მბაპე (32), 3:0 ნეიმარი (35), 3:1 სეკი (38), 4:1 მესი (44), 4:2 სეკი (50), 5:2 მბაპე (54), 6:2 სოლბერგი (67, საკ. კარში), 7:2 სოლერი (84)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტალ გთხოვთ იუვეს ქომაგებს ხვიჩას ქომაგებისაგან მოკითხვა გადასცეთ და უთხარით მაგათი რიგი რომ მოვა ხვიჩა თვითონ გასცემს პასუხს დანარჩენზე.
G.LA
01:15 26-10-2022
5
ნუ მესის მიერ ლამაზი გოლები არ უნდა გვიკვირდეს! მაგრამ მაინც, ერთმანეთზე უკეთესი შედევრი გოლები, მოდი და ნუ გაიკვირვებ!
თემო
12:52 26-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული