კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
ჩემმა სვისტოკმა გაამართლა, ვუყურებდი ხვიჩას და თან ვუსტვენდი, შემდეგ თამაშებშიც დავუსტვენ!
ვახო სანაია.
02 ნოემბერი 2022 13:47
8
ზოგიერთი მარცხი გვაძლევს საშუალებას რომ მეტად გავიზარდოთ და განვითარდეთ.ნაპოლიმ თანასწორზე ეთამაშა ლივერპულს..ზოგიერთ ეპიზოდებში სჯობდა კიდევაც..მათთვის ეს ძალაინ დიდი გამოცდილებაა..თვითრწმენას და თავდაჯერებულობას შესძენს მოთამაშეებს. მიუხედავად მარცხისა ნაპოლიმ თავისი ამოცანა შეასრულა და ასეთ ძლიერ ჯგუფში პირველი ადგილია დაიკავა..ყველას დაანახა რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია და უბრძოლველად არაფერს დათმობს..ნამდვილად არ ვიტყვი რომ კვარას ჩავარდნა ჰქონდა..მისი მხარე აკლებული ქონდა..სამხედრო კრეისერივით დასრიალებდა ფლანგზე..კლოპი თავში ირტყამდა ხელებს..არნოლდს უღელი უნდა დავადო ფეხებზეო..პასები აკეთა...პენლატი არ დაუდეს..საგოლე საჯარიმო ტავზე დაასვა..ისე დამაჯერებლად თამაშობდა თითქოს ენფილდზე კი არა ვაკის სტადიონზე თამაშობდა...არავინ თქვას რომ ენფილდზე თამასი ადვილია..ეს დიდი გრანდებსაც უჭირს...მაგარმა გუშნ ნაპოლი წაგებას თან ასეთი კურიოზული გოლებით არ იმსახურებდა ნამდვილად.წარმატებები ვუსურუვოთ ხვიჩას და მის გუნდს...ახლა ორი სერიოზული თამაში აქვთ ატლანტასთან და უდინეზესთან სადაც აუცილებლად უნდა მოაგროვონ ქულები რათა მშვიდად შეხვდნენ ჩემპიონატის განახლებას იანვარში..
ბუჯანგა
02 ნოემბერი 2022 13:31
1
რომ სწერთ პენალტი არ იყოო, ყურადღებით დააკვირდით განმეორებას, დამცველმა შეუნიღბავად, ძლიერად ჰკრა ხელი.

ხვიჩა ნამდვილად არ არის სიმულიანტი
სამართალი
02 ნოემბერი 2022 13:23
2
არ ცალია გიორგის, ორჯონიკიძეშია საქმეებზე))))))))))
ფირუზა
02 ნოემბერი 2022 13:09
4
ათასჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ უნდა ჩავიდეს ხვიჩა დაცვაში. აბსოლუტურად უსარგებლოა, ძალიან იღლება და წინაც ვეღარ არის უკვე ისეთი სწრაფი და შედეგიანი. არ ააქვს ოსიმენივით ვირივით ჯანი რომ 2 ტაიმი წინ და უკან ირბინოს. და კიდევ: სლუცკი სრულ თავისუპლებას აძლევდა. სპალეტი ზღუდავს და გუნდურად ათამაშებს, ამიტომაც მოუკლო დრიბლინგებს. ხვიჩას გარეშე ნაპოლი კიდევ ბევრჯერ წააგებს, იმიტომ რომ მაგისნაირი იმპროვიზაცია და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი სხვებს უბრალოდ არ გააჩნიათ. აკავებდა 2-3 ფეხბურთელს თავის ფლანგზე, გაიყვანა სპალეტიმ და გაილაღეს იმათაც. წაგება მთლიანად სპალეტის კისერზეა. ჯობდა ძირითადი ოპტიმალური შემადგნლობით ეთამაშებინა პირველი ტაიმი მაინც და შეცვლები მერე გაეკეთებინა.
ხვიჩას რა უნდა დაცვაში?
02 ნოემბერი 2022 13:08
6
"კეთილმოსურნენი" რა შენიღბულად კბენენ ხვიჩას
ზაქრო
02 ნოემბერი 2022 12:38
1
გიორგი ჭანტურია დააბრუნეთ, კვარას ბევრად ჯობს.
pop
02 ნოემბერი 2022 12:24
21
ხვიჩა რომ ყოფილიყო შესაძლოა მაინც წაეგო და უფრო დიდი ანგარიშითაც, ხვიჩა კი არა მესი ნეიმარი და მბამპეა ერთად მოედანზე და მაინც აგებს თამაშებს პსჟ.
semi
02 ნოემბერი 2022 12:20
23
ხალხნო რად უნდა ამდენი გარჩევა და ნერვიულობა.. წააგეს და მორჩა, ნახეთ სოციალური ქსელები თვითონ ნეაპოლის გულშემატკივრებიც ძაან წყნარად და ღირსეულად შეხვდენ ამ მარცხს.. მშვენივრად იციან რომ წაგება ოდესღაც გარდაუვალი იქნებოდა და ჯობდა ამ არაფრის მომცემ მატჩში და გრანდთან წაეგოთ.. ასე რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია.. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა
papai
02 ნოემბერი 2022 12:14
0
ისე არ გამოვიდეს სპალეტის ვაკრიტიკებ მაგრამ რეალობაა ეს! სპალეტი ჩვეულებრივი საშუალო დონის მწვრთნელია სადაც კარგ დროს კარგ ადგილას მოხვდა.. თორემ სად რისთვის მიუღწევია? თუნდაც გუშინდელი შეცვლა ავიღოთ... დაცვის გაძლიერების ნაცვლად ლობოტკა გამოყავს და უფრო შემტევი გამოყავს.. ხვიჩა გაყავს ვისაც 2-3 ფეხბურთელი მეურვეობდა სულ და შემოყავს ელმასი რომელიც დაცვის ასპექტში დიდი არაფერია და თან არც ლივერპულის მცველები მიეჯაჭვებოდნენ ეს ვინ შემოვიდაო..ამ ორი ცვლილების შემდეგ გადათელეს ნაპოლი.. ლობიტკაც და კვარაც დაკვანძო ფეხბურთელები არიან. ოსიმენი კარგია მაგრამ ხვიჩას გარეშე ის არიქნება რაც ეხლაა. ხვიჩა მეცოდება სპალეტის ხელში და კიდევ იმ მხრივ რომ არ ყავს ისეთი ცენტრი რომელიც საჭირო და კარგ პასებით მოამარაგებს.. გავის პედრის დებრუინის მოდრიჩის კროოსის დონის ცენტრი რო ყავდეს მერე ვნახავდით ხვიჩას ფრენას... გუშინ რამდენჯერმე კარგ პოზიციაში იყო ხვიჩა ერთი პასი და გაფრინდებოდა მეტოქის საჯარიმოში მაგრამ ნაჯახა ნდომბელემ და ანგისამ თუ არ გააკეთეს ორი სამი უაზრო არაფრის მომცემი ტრიალი ცენტრში ისე პასს არ იძლევიან... სიმეონეც კარგი ფორვარდია და ალპობს სკამზე მიკვირს მამამის რატო არ მიყავს მაგ დონის 9იანი არ ყავს ამჟამად კატლეტებს
რონი
02 ნოემბერი 2022 11:55
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული