სპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ნეპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ, რთული მატჩები გვქონდა, მრავალი წყალქვეშა დინებებით, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ ფავორიტი ხარ, ეს შენზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამარჯვებამ  სიხარული მოგვანიჭა, რამეთუ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ბედნიერება შემდეგ რაუნდამდე გრძელდება და ეს ქალაქი მეტ სიხარულს იმსახურებს.

ვინ
არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.

ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ისეთი კომენტარია-
ფულს რო გაჩუქებენ,თან რო მაგრა გიხარია და თან ამბობ "რა საჭირო იყო ახლა ეს ა?"
Levani
17 მარტი 2023 19:28
6
მეც ასე ვფიქრობ, ნაპოლისთვის ამჟამად ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე.
ფეხბურთის ძველი გულშემარკივარი, ავთო ჭკუასელის დროიდან.
17 მარტი 2023 21:01
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული