სპალეტი: ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც

AutoSharing Option
ხვალ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "მილანს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტის ისაუბრა:

"რამდენიმე დღეში "მილანს" ორჯერ შევხვდით და დეტალები გვაქვს გამოსასწორებელი. ამ სეზონში დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ტაქტიკას შევცვლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვითამაშებთ, რადგან ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებისას სახიფათოა. ახლა დავინახავთ, თუ რამდენად გავიზარდეთ და რა დონეს მივაღწიეთ.

კმაყოფილი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვიქნები. პირველ მატჩში მეტს ვიმსახურებდით და ხვალ იმას ველი, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გვახასიათებს. დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით
ინტენსიურები, სწრაფები და ბურთის ფლობა გვექნება, რისი უნარიც გაგვაჩნია, მიზანს მივაღწევთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. ასე იქნება ხვალ საღამოს.

შეხვედრის ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, პენალტების სერიასაც კი. ამ სეზონში მნიშვნელოვან შეხვედრებში დიდი გამოცდილება მივიღეთ, სადაც მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. პირველი მატჩი დავთმეთ, თუმცა, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ვითარება შეიცვლება.

კარგი გუნდი რომ არ გვყავდეს, სერია A-ს ლიდერები ამხელა სხვაობით ვერ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, ოსიმენი ძალიან გვაძლიერებს და მასთან ერთად ზუსტი მექანიზმი გვაქვს. ოსიმენზე ვერტიკალურად თამაში ჩვენი ორიენტირი იქნება. ცხადია, ამ სეზონში წარმატებას მთელმა გუნდმა მიაღწია და ხვალ, ვიქტორის გარდა, საერთო ძალისხმევა დაგვჭირდება.

"ნაპოლიმ", "ალბათ, დაწერა ისტორია, ამ ტურნირზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გამარჯვება გვინდა. ხვალაც გვსურს გამარჯვების მოპოვება და ტურნირის მოგებაც. ვნახოთ, რა გამოგვივა.

ამ ეტაპზე გასვლა ნიშნავს იმას, რასაც უკვე მივაღწიეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგება შეგვიძლია. გარისკვის არ უნდა შეგვეშინდეს, საჭიროა უსაზღვრო ბედნიერების მისაღწევად ვითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფეხბურთში ხდება ისეთები რაც მოხდა. ნაპოლი ბევრად კარგად თამაშობს ვიდრე მილანი და ჩემი აზრით დღეს ნაპოლი კარგად მოიგებს. მსაჯმა მკაცრად უნდა იმოქმედოს უხეშ თამაშზე.
...
18 აპრილი 2023 13:10
2

23 წელი კარგი ასაკია და მისგან იმიტომ ვითხოვთ მაქსიმუმს, რომ ის მხოლოდ სუპერ კლასის ლიდერად გვემეტება.
ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად!

წარმატებები ხვიჩას!
07-01
18 აპრილი 2023 12:26
3
არაა მართებული ამგვარი ან-ან! მეტიც, რეალურ ცხოვრებაში მოვლენები ასეთი კატეგორიულობით საბედნიეროდ არ ხდება!
დო მაჟორი
18 აპრილი 2023 17:38
0
Ar moigeb da shni ajbebs
Lasha
18 აპრილი 2023 11:35
1
დღესაც ხვიჩას სათრევი იქნება მთელი გუნდი და სპალეტა. მიდი ხვიჩა, ანახე მაგ "დურაკებს" რა არის ნამდვილი ფე[ბურთი და ქართული გენი!!! ჩაუტარე მასტერკლასი!!!!
ნაპო
18 აპრილი 2023 10:22
12
როგორ არ გვბეზრდება ქართველებს ბაქი-ბუქით ლაპარაკი და ტანტრახი.
ნაპო-ს
18 აპრილი 2023 14:26
2
ხვიჩამ უნდა გააკეთოს თამაში და ოსიმ დააგვირგვინოს. ერთ ერთის გამორიცხვა წაგებას უდრის
თენგო
18 აპრილი 2023 08:58
3
უნდა მოვიგოთ.
რა გახდა ბოლო-ბოლო ეს მილანი ლიგის საგზური აქვს სანატრელი. 22 ქულით ჩამორჩება ნაპოლის.
უნდა მოუგოე ერთი თამასი მაინც .
las
18 აპრილი 2023 08:34
3
მილანმა შანსი ვერ გამოიყენა წინა კვირაში,ის კი არა ათ კაციანი გუნდს გადაურჩა.ხვალ ხვიჩა-ოსიმენი-ლოსანოს ბენეფისი იქნება და ელმასიც შეაგდებს
Levani
18 აპრილი 2023 07:24
3
ალბათ გულის სიღრმეში ყველას გვაქვს ის შეგრძნება, რომ ნაპოლი ვერ გაცდება მილანს და სერია ა შიც აწი გაჭირვებით მოაგროვებს ქულებს (ჩემპიონი რათქმაუნდა გახდება) უბრალოდ საწყენია რომ ლიგაზე უფრო შორს ვერ წავა. იმედი მაქვს რომ ვცდები და ხვალ მილანს გააგდებს მაგრამ ვაი რომ არ ვცდები
ეეჰ
18 აპრილი 2023 04:08
33
მე კი,მხოლოდ კიმის არ ყოფნაში,დაცვაში გაჩენილი ხვრელი და ნახევარდაცვის არასაკმარისი ფიზიკური ფორმა მაშინებს,თორემ დარწმუნებული ვარ,ნაპოლის თავდასხმა,გასაკეთებელს გააკეთებს.მთავარია, მსაჯმა ისევ მილანის გათრევაზე არ იმუშაოს.ოსიმენმა ფიზიკურად ბოლომდეც თუ ვერ გაუძლო,რასპადორიც წესით უკვე უკეთეს ფორმაში უნდა იყოს შესული.
სოსო
18 აპრილი 2023 20:41
0
პირადად მე, გულის სიღრმეში სწორედ რომ საპირისპირო განცდა მაქვს.
არაა ამ ფორმაციის მილანი ეგეთი დევგმირი. :)
გოგია
18 აპრილი 2023 10:20
4
მიდი ხვიჩა ყველას დაანახე შვილო ვინ არის ოქროს ბურთის ღირსი და ყველა დროის საუკეთესო❤️ წიინ ხვიჩაა!!! რაც შეეხება დვალიშვილს, ძალიან ცუდად მოიქცა როცა რუსს შეახვედრეს და მანაც გაიმარჯვა )) ძმა ძმას ებრძოდეს ეგ საერთო მტრის (ამერიკის) ეშმაკური სვლა მგონია..
მაია ზედგენიძე
18 აპრილი 2023 02:32
52
მაია მაია ხარ?
baggio
18 აპრილი 2023 22:15
0
რა კარგად დაიწყე და რითი დაამთავრე.
ვინ მოგწამლა :)
დიადო კომკავშირელო?
las
18 აპრილი 2023 08:36
3
მე მჯერა რო კვარა და და დვალიშვილი გამარჯვებას მოუტანენ ნაპოლის!! წინ დიდებულ ქართულ გენსა და ნიჭსა შვილებო იხარეთ და იბედნიერეთ!!! ❤️
ზურია
18 აპრილი 2023 02:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული