დიდი მატჩი მადრიდში ფრედ დასრულდა - ყველაფერი "ეტიჰადზე" გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 1:1 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, ორჯერ „სამეფო გუნდი“ მეკარე კურტუამ გადაარჩინა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაში მეტნაკლებად გათანაბრდა, მასპინძლებმა სწრაფი კონრიერიშების განხორციელება დაიწყეს და ვინისიუსმა შორიდან გაუტანა ედერსონს.

შესვენების შემდეგ პირისპირ გასულ დე ბრუინს დუელი კურტუამ მოუგო, თუმცა შემდეგ ბელგიელმა საჯარიმოს გარედან მაინც დალაშქრა თანამემამულის კარი. "ბლანკოსმა" შეტევებით უპასუხა, ბენზემას და ტჩუამენის დარტყმული ბურთები ედერსონმა მოიგერია და დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება
17 მაისს გაიმართება.

. "სიტი" ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 17 მოგება და 4 ფრე.
. "რეალს" "სიტისთან" უკანასკნელ 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს.
. დე ბრუინმა ტურნირის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც "სიტის" რეკორდია.
. ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 190-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.
. ვინისიუსმა მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰოლანსა და სალაჰს ჩამორჩება.
. 20 წლის კამავინგა ნახევარფინალში ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორია.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 485 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (68)

მკითხველის კომენტარები / 19 /
პორტუგალიელი მსაჯი და ორი პორტუგალიელი სიტიში და გასკვირი არ არის რომ უმნიშვნელო მომენტებში სიტის მიემხრო, ისე რუნი ყოფილა ექსპერტთა ექსპერტი, სასწაულად გაანადგურა სიტიმ რეალი
მამუკა
10 მაისი 2023 01:28
33
ეს იცი როგორი კომენტარია სათქმელი რო მეტი არაფერი გაქ 2 ევროპულ ქვეყნის კლუბში აუცილებლად იქნება 1 ფეხბურტელი ევროპელი მსაჯის თანამემამულე მითუმეტეს განაცხადი ერთ გუნდს 22 კაცი ყავს ანუ სულ 44 ფეხბურტელი და უეფა დაჯდეს და ასე არჩიოს მსაჯი? და როცა რონალდოს დროს იყო პორტუგალიელი მსაჯი იმ თამაშების ანგარიშს რა ვუყოთ? ხო ხედავ როგორ აიბლანდე საკუტარ აგსურდსი
ნოდო
10 მაისი 2023 12:45
0
შემოგდებული ბურთი არ ითვლება გადასულად. მსოფლიოზეც მასეთი გადასული გოლი ჩაითვალა. მაინც ჩაითვლებოდა. ზოგადად ყველა საგოლე ეპიზოდი რო მოწმდებოდეს, რეალს 4 ან 5 ლიგის მეტი არ ექნებოდა. მოწმდება კონკრეტული ეპიზოდები და არა ნაბიჯ ნაბიჯ მეკარედან განხილულები.
321
10 მაისი 2023 09:26
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული