"ვინც კი მინახავს, მათ შორის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია" - ანრიმ დე ბრუინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ "სიტის" ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

როგორც იცით, ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალს" გამთანაბრებელი ულამაზესი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა თქვა:

"დე ბრუინმა "რეალის" კარში თავისი გოლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ როგორი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.

კევინს საუკეთესო ტვინი აქვს ყველა მოთამაშეს შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. ის ყველაზე ჭკვიანია. აზროვნების მხრივ მას არავინ აღემატება. ბელგიის ნაკრებში მუშაობისას დე ბრუინს ვუყურებდი. ის პერფექციონისტი და წარმოუდგენელი მოთამაშეა", - აქვეყნებს ანრის
სიტყვებს Daily Mail.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მასეთ შემთხვევებზე პენალტს აღარ დებენ კაი ხანია, შესაბამისად პენალტი არ განვიხილოთ მაგრამ შეგვიძლია კარვახალის და კროოსის პოტენციური წითელი ბარათები განვიხილოთ..
David
20:16 10-05-2023
5
დე ბრუინი მართლაც გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ სიტის დაუმსახურებლად ჩაუთვალეს გოლი, აშკარად აუტი იყო მანამდე და ეს ვარ-ს უნდა ენახა, ალბათ ნახეს კიდეც, მაგრამ ალბათ მობეზრდათ ყოველ წელს რეალის გამარჯვება ლიგაზე, თორემ მანამდეც იყო საეჭვო ეპიზოდი როცა გრილიშს ხელზე მოხვდა საჯარიმოში, ისიც გაატარეს. ყველაფერი ხო ნათლად ჩანს თუ როგორ ებრძვის უეფა რეალს სუპერლიგის იდეის გამო
მამუკა
16:27 10-05-2023
10

სიახლეები პოპულარული