პიოლიმ ინძაგისთან დუელი წააგო - "ინტერმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ „მილანი“ 2:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ „მილანს“ ტრავმირებული ლეაო ვერ დაეხმარა, მწვრთნელმა პიოლიმ „ნაპოლისთან“ შეხვედრებისგან განსხვავებით, უფრო ღია თამაში შესთავაზა მეტოქეს და დებიუტში გაშვებული ორი გოლით დაისაჯა. აღმოჩნდა რა მომგებიან ვითარებაში, „ინტერმა“ კონტრიერიშებზე მოქმედება არჩია და კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა: ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბარელამ შანსი ვერ გამოიყენა, ლაუტაროს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „როსონერი“ ანგარიშის შემცირებასთან ახლოს იყო, მაგრამ ტონალის დარტყმული ბურთი
ბასტონისგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და ინძაგის გუნდმა გაიმარჯვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 16 მაისს ჩატარდება.

. ჩემპიონთა ლიგაზე ორი წაგებისა და ორი ფრის შემდეგ "ინტერმა" პირველად სძლია "მილანს".
. "ინტერმა" ზედიზედ 6 შეხვედრაში საერთო ანგარიშით 17:1 იმარჯვა - "მილანი" ბოლო 10 დაპირისპირებაში პირველად დამარცხდა.
. "მილანმა" მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ბურთი.
. გიგზის შემდეგ 37 წლის ჯეკო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გაიტანა გოლი.

მილანი. „სან სირო“. 75 532 მაყურებელი
მილანი - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 მხითარიანი (11)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეეხ...ნაპოლს საფეხბურთო წრეებში -"მამებში", წონა-ავტორიტეტი არ ეყო .
პავლოვიჩი
15:14 11-05-2023
1
რაო მილანი, მაფიამ არ გაჭრა?
ტორპედოელი
12:41 11-05-2023
3

სიახლეები პოპულარული