"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული ინგლისური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი მომენტი დებიუტში შექმნა, როდესაც ბერნარდუ სილვამ მიზანს ვერ უწია. თუმცა, მილანელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, თავისუფალ სივრცეეებს არ უტოვებდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 26-ე წუთზე ჰოლანი მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია. შემდეგ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო „ქალაქელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა,
„ინტერი“ დაცვაში უზადოდ მოქმედებდა, ვიზავის გასაქანს არ აძლევდა და შანსიც მიეცა - პირისპირ გასულ ლაუტაროს ედერსონმა არ გაატანინა. ერთი სიტყვით, მძლავრი „სიტი“ შებოჭილი გახლდათ, „ნერაძურის“ ვერ სჯაბნიდა და როდრის გოლით მაინც დაწინაურდა. აკი თქვა ადრე მასზე მწვრთნელმა გვადრიოლამ, ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, საუკეთესო კი როდრიაო. ესპანელი იქამდე შეუმჩნეველი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას „ინტერის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და დიმარკოს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს ლუკაკუს გატანა ედერსონმა არ დაანება და "სიტიმ" გაიმარჯვა.

. „სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
. „სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროტურნირზე იმარჯვა - 1970 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ შეძლო ტრებლის მიღწევა - სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
. გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ზიდანს დაეწია და მხოლოდ ანჩელოტის ჩამორჩება.
. ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
. ჰოლანმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - გასულ სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
. „ინტერმა“ ტურნირის 6 ფინალიდან 3 წააგო.
. იტალიურმა კლუბებმა ამ სეზონში ევროტურნირებზე სამივე ფინალი წააგეს.
. ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტრებლსაც მიაღწია.
. ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო - აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.

სტამბოლი. „ოლიმპიური სტადიონი“. 71 412 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ინტერი 1:0
გოლი: როდრი (68)

მკითხველის კომენტარები / 36 /
Fulit?fulit ki ara kargi tamashit moigo da saertod siti tamashobs kvelaze sanaxaobriv fexburts dges,aba barselonas tamashi ras gavs an milanis chagedzineba adamians.
Givi
11 ივნისი 2023 11:09
8
საერთოდ არ მესმის სიტიზე იმის ძახილი, აი ფულმა მოიგო, არაბებმა ნავთობმილიონებითო და ასე შემდეგ. რეალმა და სხვებმა ხომ რას ამბობ, სულ თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით მოიგეს! იმ ფანტასტიკურ ბარსას თუ არ ჩავთვლით , დანარჩენებს თავისი აღზრდილი ფეხბურთელები თითქმის არც ყოლიათ გუნდებში - უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს აგროვებენ მთელი მსოფლიოდან და რა სიტისი გაგიკვირდათ? ამდენი წელია ნაბიჯ- ნაბიჯ აშენებენ ამ გუნდს, გეგმაზომიერად და ჭკვიანურად. სიტის გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წელს ეს ტიტული ნამდვილად ყველაზე მეტად მან დაიმსახურა და პატივისცემას იმსახურებს. ინტერს და ინძაგის კი ყოჩაღ არაფერი დაუთმეს და მათაც რომ მოეგოთ ვერავინ იტყოდა დაუმსახურეელიაო. განსაკუთრებით კი ინძაგის - ბრავო, შეიძლება ითქვას, რომ მან ამ თამაშში მწვრთნელების დუელი არ წააგო გვარდიოლასთან
არტ
11 ივნისი 2023 10:19
7
ფულით კი არა გვარდიოლათი მოიგეს ლიგა. გვარდიოლას მოსვლიდან იწყება სიტის შენება რეალურად. ფული მანამდეც ქონდათ მარა არაფერი არ შველოდათ. ბოლოს მოიფიქრეს სწორად დახარჯეს ფული მოიყვანეს გვარდიოლა და სიტი ეგრევე მონსტრად გადაიქცა. იმ მონსტრად რომელსაც ვუყურებთ ბოლო 8 წელია. თან ენდნენ დატოვეს ამდენი ხანი მუშაობა აცალეს. აი ეს არის მწვრთნელი ბიძია. წესით მწვრთნელები ყველაზე ძვირები უნდა ღირდნენ. ფული პსჟ-საც ააქვს და მესები ნეიმარები მბაპე და მსოფლიოს ნაკრები ყავთ მარა მწვრთნელი არ ყავთ და ვერ იგებენ ვერაფერს. პსჟ სანამ ზიდანს არ მიიყვანს მანამდე არ ეშველებათ არ არაფერი ალბათ
Bidzia
11 ივნისი 2023 18:18
0
პრემიერ ლიგა პირველია. Აქ ამბობდნენ დოღლიგააო და ახლა რას იტყვით? სიტის ვულოცავ,დაიმსახურეს.
Კახა
11 ივნისი 2023 09:33
8
გვარდიოლამ მოიგო ეს ლიგა ფაქტიურად. დე ბრუინს არ უთამაშია ჰაალანდმა ვერ გაიტანა ვინღა დარჩა. დე ბრუინის გარეშე ითამაშა და გუნდმა მოიგო ესეიგი გუნდი გუნდობს, გვარდიოლას აწყობილმა გუნდმა მოიგო. და გოლი ვინ გაიტანა, როდრიმ ბერნარდოს პასით გვარდიოლას აღზრდილებმა და ჩამოყალიბებულმა ფეხბურთელებმა ისევ. როცა იახოდნენ რომ მესი და ხავინიესტათი იგებდაო ბარსაში ლიგებს, ზუსტად მაგაზე ლუის მენოტიმ თქვა რომ სისულელეაო მხოლოდ სულელები დაიჯერებენო მაგას. და კი გამოდგა მართალი ეხლა დამტკიცდა საბოლოოდ. მესით და ინიესტათი უადვილდებოდა უბრალოდ ბევრად
Bidzia.
11 ივნისი 2023 08:25
8
მესიმ მსოფლიო მოიგო გვარდიოლამ ლიგა ნაპოლიმ იტალია რა წელი იყო ყველა ტანჯულმა ეხლა მოიგო იძახეთ რაც გინდათ
მივარდი
11 ივნისი 2023 08:08
2
საერთოდ როდესაც რომელიმე გუნდს ქომაგობ, მისი მოწინააღმდეგე გუნდიც უნდა დააფასო. აქ კიდევ ისმის არასამართლიანი, ცინიკური გამონათქვამები. არ ვარ სიტის ქომაგი, მაგრამ წელს ვინმე იტყვის რომ არ ეკუთვნოდა ლიგა? ინტერსაც ყოჩაღ ბევრი იბრძოლეს, ონანას ჩათვლით
დავით 67
11 ივნისი 2023 04:25
8
იუდას შეშურდება იტალიელებმა იმდენი ვერცხლი აიღეს წელს, ეს ხუმრობით ისე ძალიან შემეცოდა ინტერი და განსაკუთრებით ლუკაკუ ბედმა ჩაქოლა რა. გამოიკვეთა სამწუხაროდ ბოლო 2 დეკადაა ფეხბურთში შეიხების საბადოები თუ პერესის მილიარდები იმარჯვებს მაინც. ცალ ხელზე ჩამოთვლი თანამედროვე ფეხბურთში ვინც მთავარი ფავორიტია ამ ტურნირის და ხშირად იმ ხუთ გუნდში თამაშდება ფაქტიურად გამარჯვებული ეს კი ფეხბურთისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ძალიან ცუდია. სიტის 5 ფეხბურთელს აქვს ლამის მთელი ინტერის შემადგენლობის ტოლი ხელფასი. ეს ცუდი ეპითეტი ესადაგება ამ ვითარებას ძალა აღმართს ხნავს სამწუხაროდ.
Charley
11 ივნისი 2023 01:42
2
ამ ლაუტარო მარტინესს ვინც აპიარებს სახოლ ძმაო თავის საქმე იცის.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
11 ივნისი 2023 01:21
13
არაა ფეხბურთი შენი,პოლიტიკაში წადი
საქართველო
11 ივნისი 2023 05:32
1
რომელი გუნდი არიგებს ფულით? თუ რეალი ფულის ხარჯვაზე უარს იძახის ან სხვა გრანდი? საქართველოს კლუბებში ფული რომ არ იხარჯება კი ვართ მაყურებლის როლში.
ლაშას
11 ივნისი 2023 01:12
8
რეალს ისტორია აქვს სიტიმ კი ის ეხლა დაწერა ფულით!
ვიცით სიტი ქინქლაძის დროს ღარიბი და ახლა კი მდიდარია. ამ განსხვავებებს უნდა შეხედო. იგივე ვითარებაა პსჟ-სთან დაკავშირებით...
ლაშა
11 ივნისი 2023 11:51
5
ასეთნაირად მოთამაშე სიტის ნაპოლი გახევდა
ჟორა
11 ივნისი 2023 01:10
20

სიახლეები პოპულარული