"სიტის" ტრებლი - გვარდიოლას გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული ინგლისური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირველი მომენტი დებიუტში შექმნა, როდესაც ბერნარდუ სილვამ მიზანს ვერ უწია. თუმცა, მილანელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, თავისუფალ სივრცეეებს არ უტოვებდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 26-ე წუთზე ჰოლანი მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია. შემდეგ მოწინააღმდეგესთან შეჯახების შედეგად ბარძაყის ტრავმა მიიღო „ქალაქელთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა დე ბრუინმა, რომელიც ფოდენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა,
„ინტერი“ დაცვაში უზადოდ მოქმედებდა, ვიზავის გასაქანს არ აძლევდა და შანსიც მიეცა - პირისპირ გასულ ლაუტაროს ედერსონმა არ გაატანინა. ერთი სიტყვით, მძლავრი „სიტი“ შებოჭილი გახლდათ, „ნერაძურის“ ვერ სჯაბნიდა და როდრის გოლით მაინც დაწინაურდა. აკი თქვა ადრე მასზე მწვრთნელმა გვადრიოლამ, ყველა ჰოლანზე ლაპარაკობს, საუკეთესო კი როდრიაო. ესპანელი იქამდე შეუმჩნეველი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას „ინტერის“ საპასუხო შეტევა მოჰყვა და დიმარკოს თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს ლუკაკუს გატანა ედერსონმა არ დაანება და "სიტიმ" გაიმარჯვა.

. „სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი - მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
. „სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროტურნირზე იმარჯვა - 1970 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
. გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ შეძლო ტრებლის მიღწევა - სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
. გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ზიდანს დაეწია და მხოლოდ ანჩელოტის ჩამორჩება.
. ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
. ჰოლანმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა - გასულ სეზონში 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა, 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
. „ინტერმა“ ტურნირის 6 ფინალიდან 3 წააგო.
. იტალიურმა კლუბებმა ამ სეზონში ევროტურნირებზე სამივე ფინალი წააგეს.
. ალვარესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტრებლსაც მიაღწია.
. ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო - აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.

სტამბოლი. „ოლიმპიური სტადიონი“. 71 412 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ინტერი 1:0
გოლი: როდრი (68)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ლაურატო დღესვე უნდა გააგდონ გუნდიდანნ ეგ ღორი იმემა, რა პასი არ გაუკეთა ლუკაკუს. საბოლოო ჯამში ძაან მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ ინტერს ბრძოლისთვის. ბევრს ეგონა სიტი გადაურბებს, შეჭამს, ცალკარა იქნება. მაგრამ სულ სხვანაირი თამაზსი იყო. ლაუტაროს ღორობა რომ არა კაცმა არ იცის როგორ მორჩებოდა თამაში.
მურთო
11 ივნისი 2023 01:04
8
რომ მისცეს მაგ შენ ლუკაკუს მაში რა ქნა? მეკარეს ვერ ააცილა. ლაუტარო კი როგორ მისცემდა ორი მცველი იცავდა.
რრრ
11 ივნისი 2023 01:49
6
ძლივს არ მოიგო ფულით?!
ლაშა
11 ივნისი 2023 01:04
27
იმიტომ რომ გვარდიოლა ჰყავდა სიტის!
ლაშა
11 ივნისი 2023 12:57
0
ფული სად დავინახე?! 900 მილიონი დახარჯა სიტიმ ერთ სეზონში და იქიდან. ადრე რეალის 150 მილიონი უკვირდათ და ამდენი თანხა დახარჯა ვესტ ჰემმა ერთ სეზონში. ინგლისის პრემიერლიგაში არნახულად დიდი ფული დატრიალდა ბოლო ხანებში.
და კიდევ, რეალს ისტორია აქვს, სიტიმ ის ეხლა დაწერა, თორემ გვახსოვს ქინქლაძის დროინდელი სიტი ყველას. ასე რომ დაფიქრდი, სანამ ვინმეს კომენტარს დაუწერ!
სიტის ერთი ერთში ჰგავს პსჟ!
ლაშა
11 ივნისი 2023 11:55
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული