როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა აღნიშნავს, პროდიუსერის საქციელმა ის გააოცა.
"მე შევხვდი დე ლაურენტისს "უნიონთან" მატჩის შემდეგ და ერთმა დეტალმა გამაოცა. პრეზიდენტს თითქმის არ ულაპარაკია, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა.
ასევე ვნახე ფეხბურთელები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან", - წერს დე რიეცო.
მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "უნიონის" მატჩი 1:1 დასრულდა.