"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს "ბლანკოსის" დამარცხება შეეძლო.

"სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ "რეალი" შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.

ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს,
"ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: საოცარი ქამბექები - პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი [VIDEO]

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
კვარა ამ ოსიმენის პასებზე თითქოს ტვინი აქვს დაპროგრამებული! ეს ზედმეტი თავმდაბლობის ბრალია. კი უხდება თავმდაბლობა რაღაც მომენტებში, მაგრამ თავისთავზე უნდა აიღოს მომენტები, როგორც ადრე აკეთებდა. გუშუნ ნამდვილად შეეძლო ნაპოლისთვის და ჩვენთვის დიდი სიხარული ეჩუქებინა. არ უნდა მიეცა პასი არაააა.
ლაშა
22:34 30-11-2023
3
რატომ აქვთ იტალიელებს და ფრანგებს სიბერეში თავზე ჯაგარივით თმა , ჩვენთან კი 30 წლის თითქმის ყველა მელოტია.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული