"შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? - რა განაცხადა ანჩელოტიმ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "რეალმა" "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად "პარტენოპეის" მარცხისა, ვალტერ მაცარის გუნდი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს.

"ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ, შესანიშნავი მატჩი იყო, მეტოქეს ფიზიკურად ვაჯობეთ, უფრო ენერგიულად გამოვიყურებოდით. მიხარია, რომ ტრავმების მიუხედავად, გუნდური თამაში ვაჩვენეთ და ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს.

შეძლებს თუ ვერა "ნაპოლი" ჯგუფიდან გასვლას? ასეთ დროს პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავა", -  განაცხადა ანჩელოტიმ.

ნაპოლი“
C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
Პორტუგალიელები სახიფათოები არიან..2:4 შეიძლება მოიგოს ბრაგამაც..
4
ნაპოლიმ ჯერ ძალები ევროპალიგაზე უნდა მოსინჯოს რომ იქ მიაღწიოს ფინალამდე.
ასე რომ ,ვუსურვებ ბრაგასთან 2 ბურთიანი სხვაობით დამარცხებას და ევროპალიგის ფინალში გასვლას სევილიას წინააღმდეგ :)
გივი
15:35 30-11-2023
66
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული