ვის შეხვდება "ნაპოლი" - კვარაცხელიას გუნდისთვის "სოსიედადი" ყველაზე სასურველია - "მილანი" ევროპა ლიგაზე...

AutoSharing Option
27 სექტემბრის შემდეგ "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და "ბრაგასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიაშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, "კალიარისა" და "ფროზინონესთან" (თასზე). ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, "ბრაგას" კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა
კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას" - მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა... კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლის" იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები - თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: "ბაიერნი", "არსენალი", "რეალ სოსიედადი" (ყველაზე სასურველად გამოიყურება), "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "დორტმუნდი", "ატლეტიკო". სხვა იტალიური კლუბებიდან "ინტერმა" და "ლაციომ" ასევე მეორე ადგილი დაიკავეს, "მილანი" კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

მკითხველის კომენტარები / 37 /
კვარას არასწორად იყენებს მაძარიც. არაა კვარა ეს სისწრაფეზე მომართული ცხენივით მორბენალი ვინგერი და ამას ვერ ხედავენ ეს ლუზერები. მისი საუკეთესო პოზიციაა ან სექენდზე მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად რომელიც ბურთს უფრო ზემოთ დაელოდება ფლანგზე და იქედან შეიწევა საჯარიმოში გასამწვავებლად ეხლა კი არცერთს არ თამაშობს კვარა ამ ფორმაციაში და იშვიათი გამონაკლისების გარდა მხოლოდ ვერტიკალურად არბენინებენ აუტის ხაზზე ტროლეიბუსივით რაშიც ეფექტურობას კარგავს. ხვიჩა ეხმარება გუნდს გუნდი კი არანაირად ხვიჩას. ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე, რომ ხვიჩას ხარჯზე შექმნილი თავისუფლებით სარგებლობს საშუალო გაქანების პოლიტანო.
შეუძლებელია გინდა ხვიჩას და გინდა ნებისმიერ ერთ ფეხბურთელს დაუყენო გალია სხვა დაცვითი ზონის ოდნავ შემსუბუქების გარეშე.
ფეხბურთელების რაოდენობა არ გეყოფა უბრალოდ. ეგ რომ შეიძლებოდეს 0-0 ან 1-0 მორჩებოდა ყველა თამაში
ელემენტარული, თვალით დააკვირდით პოლიტანო რამდენჯერ იღებს ბურთს სისწრაფეზე და სახით კარისკენ და ხვიჩა რამდენჯერ იღებს.
ასევე, მარტივი ვიზუალით შეაფასეთ რამდენი მეტოქეა ხვიჩას ზონაში და რამდენი პოლიტანოს ზონაში.
პოლიტანოს ზონაში არის სტანდარტული დაცვა: მარცხენა მცველს + საყრდენი ან უკან დახეული ვინგერი (ორივე ერთად იშვიათია).
პოლიტანოს რომ ცოტა მეტი მრავალფეროვნება ქონდეს და ცენტრში შეწევა-დარტყმის გარდა რამე რომ ეხერხებოდეს, ყველა შეტევა სახიფათო იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე, მითუმეტეს დი ლორენცოს არსებობის პირობებში. ოსიმენი რომ ოსიმენია, ისიც კი მარჯვენა ფლანგს უფრო ეხმარება.
დააყენე ელმასი მარცხნივ ხვიჩას ნაცვლად და პოლიტანოს ნებისმიერი ნორმ დაცვა ეროვნული ლიგის მოთამაშედ გადააქცევს. კვარას კი არცერთი თანაგუნდელი ეხმარება სივრცის გამოსათავისუფლებლად მიზეზი მარტივია კლასი არ აქვთ შესაბამისი. გადავიდეს ხვიჩა რომელიმე გრანდში ვარსკვლავებთან და იქ გაუბედოს ვინმემ სამ კაციანი ზღუდეების დაყენება კვარას და კაი ჩიტსაც დაიჭერენ ნაპოლიში კი გამოსდით იმიტომ რომ მარჯვენა ვინგერად და ცენტრალურ ნახევარდაცვაში ლუზერები არიან და ვერ ითვისებენ ხვიჩასაგან ნაჩუქარ სივრცეებს ეს კი ბუნებრივია იციიან მეტოქეებმაც და ყველა ძალებს კვარას გასანეიტრალებლად მიმართავენ.
Charley
13 დეკემბერი 2023 14:58
6
სწორად მსჯელობ ძმაო,მაგას ვფიქრობ მეც.არასწორად იყენებენ კვარას,არადა მაგის მაღალი კლასი ნაპოლის ნებისმიერი მოთამაშის კლასს აღემატება და ნებისმიერ გრანდში ძირითადში ითამაშებს,ამიტომაც უნდა მოცილდეს ნაპოლს
კახა
14 დეკემბერი 2023 10:06
3
სიტუაციის სწორი აღწერაა,მაგრამ გამოსავალი,კარგი განაპირა მცველის ყიდვაა.ამის გარდა,კიმ მინ ჯეს კარგი შემცვლელის პოვნაცაა აუცილებელი.ამას დაუმატეთ,ხვიჩას შეურაცხმყოფელად მცირე ხელფასი და რა ეტყობა დე ლავრენტისს,რომ ამდენი ფულის გადამხდელია?დაიშლება,ეს შემადგენლობაც.დღესაც დიდი გამოსასყიდებით აჩერებს,ლიდერებს,მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.დაე ათამაშონ ხვიჩა,შედარებით უკან,დაცვაში თამაშს ისწავლის და ჩვენს ნაკრებს გამოადგება,მაგრამ ამ ცვლილებების გარეშე,მის ძველებურ ბრწყინვალებას,ნაპოლის შემადგენლობაში,ვეღარ ვნახავთ.ხვიჩა არ არის,მთელ ფლანგზე მორბენალი ვინგერი,70 მეტრიანი გარღვევებით.დარწმუნებული ვარ,ნაკრებშიც უფრო ცენტრისაკენ შემოწეულს ათამაშებენ მალე.
სოსო
14 დეკემბერი 2023 09:47
2
ხვიჩას მიმართ აქ არავინაა უარყოფითად განწყობილი. ყველას გვესმის, რომ უკვე შევიდა ისტირიაში. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები ვერ აღწევენ იმ სიმაღლეს, რომელიც მათ ნიჭს შეეფერება.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 14:10
3
ქინქლაძის მაგალითი კარგად გვახსოვს. ამიტომ ვნერვიულობთ. უკვე გვეშინია, რომ ხვიჩას განვითარებას შეიძლება ხელი შეუშალონ ან თვითონ დაკარგოს ინტერესი და მოტივაცია.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 14:16
4
სცრუობ.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 14:11
8
ხვიჩამ რომ ნათანს პასი მიცა მოძრაობაში, რაც ბოლოს გოლით დასრულდა, აი ასეთ პასს თითქმის ვერავინ უკეთებს. ხვიჩას პასს ძირითადად საკუთარი კარისკენ მობრუნებულს აძლევენ, ანუ ძალიან უგვიანებენ. ნაპოლის წესიერი მარცხენა მცველი არ ჰყავს. თავად ხვიჩას პასები ყოველთვის მოულოდნელი და მწვავეა, თუმც ხანდახან დარტყმა სუსტია და პარტნიორებამდე ვერ აღწევს. ამას უნდა გამოსწორება და ნაპოლი ბევრს მოიგებს, რადგან ხვიჩას წყალობით სივრცეები იხსნება.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 13:58
7
კვარას დარტყმის სიზუსტესა და ცოტა სისხარტესა და სისწრაფეში აქვს მოსამატებელი, საფეხბურთო ინტელეკტის ნაკლებობას არ უჩივის, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება..
რაც შეეხება სავარაუდო მეტქეს მერვედფინალში, გუნდების ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით სოსიედადს არ ვისურვებდი. უფრო ბარსელონას ვარიანტი აჯობებდა.. თებერვლამდე შორია და ვნახოთ რა იქნება, იქამდე კვარა და ნაპოლიც "ამოიქოქება" შენიცი ხვიჩა, ყვრლაფერი გამოვა
rable
13 დეკემბერი 2023 20:18
4
გეთანხმები და მჯერა რომ თებერვალში ნაპოლი გაცილებით უკეთესი იქნება. ისე, თებერვალში ვინ რა ფორმაში იქნება არავინ იცის, თორემ სასურველი მეტოქე შარშან კენჭისყრის დროს ზუსტად მილანი იყო, მაგრამ მერე ვინ როგორ ფორმაში იყო კი ვნახეთ. ასე რომ ეხლა აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს და დაველოდოთ თებერვალს
სპორტის გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2023 15:22
1
ყველაზე მაგრად ნაპოლს აწყობს რომ შეხვდეს წყატუბოს "სამგურალი" ან ხარაგაულის "ჩხერემელა'
კოლორადო
14 დეკემბერი 2023 11:30
13
იქნებ მოიქოქონ ხვიჩა და ოსიმენი, სხვებიც გაზაფხულამდე,მთელი წელი ასე ხომ არ იქნებიან.მაშინ შანსი გაუჩნდება ბაპოლის რამდენიმე გუნდთან.მაგ.ბარსასთან,რეალ სოსიედადთან.ბურთი მრგვალიაო ნათქვამია.
ამაშია საქმე
13 დეკემბერი 2023 22:53
6
ისეთი მეტოქეები ჰყავს მერვედფინალში ნაპოლის, რომ სავარაუდოდ გაუჭირდება მეოთხედფინალში გასვლა, ერთადერთი 50/50 იქნება შანსები სოსიედადთან
მამუკა
13 დეკემბერი 2023 21:11
12
ჩემი აზრით, ყველაზე სასურველი მეტოქე დღევანდელ ფორმაში მყოფი ბარსელონა.
თომა
14 დეკემბერი 2023 09:21
4
ეს მოკლე ვიდეო ნახეთ. მოიწყინა ხვიჩამ.
ხვიჩა! ჩვენ ნუ გვისმენ. მშობლებს მოუსმინე. ყველაფერი კარგად იქნება.
https://youtu.be/QF_DgFzEW_Q?si=77FuzB6Ve5_axOze
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 14:59
3
გარემო დიდ როლს თამაშობს. უახლოეს წრეში რომ ბეყოლება არაკეთილსინდისიერი აგენტი, ცრუ მეგობარი და მეტიკტოკე ტუტუცა, შენც გაბლატავდები.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 13:59
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული