ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ფეხბურთი მთელი თავისი დიდებულებით - "რეალი" და "სიტი" და "არსენალი" და "ბაიერნი" დროებით დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მართლაც ჩინებული მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

ორი თრილერი შედგა - „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაზავდნენ (3:3), ისევე, როგორც „არსენალი“ და „ბაიერნი“ (2:2).

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 76 680 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:3
გოლები: 0:1 ბერნანდო სილვა (2), კამავინგა (12), 2:1 როდრიგო (12), 2:2 ფოდენი (66), 2:3 გვარდიოლი (71), 3:3 ვალვერდე (79)

ლონდონი. „ემირეითსი“. 60 221 მაყურებელი
არსენალი - ბაიერნი 2:2
გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32, პენ), 2:2 ტროსარდი (76)
. „ქალაქელთა“
ნახევარმცველ დე ბრუინს გასახდელში გულისრევა დაეწყო და თქვა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა.
. „სიტის“ ნახევარმცველ ფოდენის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
. გვარდიოლას გუნდი ყველა ტურნირზე ბოლო 26 მატჩში დაუმარცხებელია - 21 მოგება და 5 ფრე.
. "რეალი" ბოლო 14 შეხვედრაში არ დამარცხებულა - 9 მოგება და 5 ფრე.
. „რეალის“ თავკაცმა ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ტურნირზე მე-200 მატჩი ჩაატარა.
. „სამეფო გუნდის“ შემტევმა როდრიგომ პლეი-ოფებში მეექვსე გოლი გაიტანა - 3-3 „სიტის“ და „ჩელსის“.
. „ბაიერნის“ თავდამსხმელი კეინი ტურნირზე 7 გოლით საუკეთესო ბომბარდირია - მიუნხენურ კლუბში 38 მატჩში 39-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. "არსენალი" ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია - 6 მოგება და 2 ფრე.
. "ბაიერნმა" უკანასკნელი 3 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 2 წაგება და 1 ფრე.


საპასუხო შეხვედრები 17 აპრილს ჩატარდება.

altდღეს დიდი მატჩებია - "არსენალმა" ახლა თუ არა, როდის და "რეალი", რომელსაც აქ 20 წელია, არ წაუგია!..

მკითხველის კომენტარები / 10 /
სიტის წინააღმდეგ კვარა თუ წარმოგიდგენია. პასებს უკანაც არ გააკეთებინებენ.
ვა რა დონეა
10 აპრილი 2024 20:57
0
გაპიარებული ჰოლანი თამაშობდა?!
რეზი
10 აპრილი 2024 17:25
0
შეკითხვა მაქ კვარას ჰეითერებთან, დამთავრდა ბელინგემის ფუტბოლი?
ზლატან დროგბა
10 აპრილი 2024 11:12
5
შეკითხვა მაქვს შენთან, ეს ნიშნისმოგებით საუბარი კვარას გამოადგება თუ ფეხბურთს?
დათო
10 აპრილი 2024 20:42
1
მოგეწონათ რეალი სიტის თამაში? მე მაგალითად არა. ვერ ვნახე ფინტი, ფეხბურთს რომ ალამაზებს. იორღა ცხენებივით დარბიან. ეს კომენტატორები კიდევ… მარტო გოლებს ითვლიან. სექსში რომ მარტო გაათ…..ბ ეგრე გამოსდით.
მორიელი
10 აპრილი 2024 10:34
3
რეალია, თუ ნიგერიის ნაკრები?
იმრე
10 აპრილი 2024 08:09
3
სიტი მანჩესტერში რეალს არ გაახარებს. ბავარიაც გაივლის ალბათ არსენალს. თუმცა ლიგა პსჟსია.
დავით 67
10 აპრილი 2024 03:40
28
არც ერთი გუნდის ქომაგი არ ვარ,მაგრამ არსენალს ვგულშემატკივრობ წყვილში.უნდა დაძლიოს ბაიერნის წყევლა.მეორე წყვილში სიტისკენ ვარ.ის ძველი რეალი იყოოოს,... იკერი,კარლოსი,რამოსი,სალგადო,კოლოფი,ფიგურა,ზიზუ,რონი,რაული და დიდი ფ.მორიენტესი და უუდიდესი Gutti.h რას ამბობ.... ეხლა ამ პალმის ხის ოთხხელას გამო როგორ ვუგელშემატკივრო
გელა
10 აპრილი 2024 03:29
19
ბაიერნი და სიტი ადვილად გაივლიან თავიანთ ბულკებს როგორც მოსალოდნელი იყო
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10 აპრილი 2024 01:11
27
შენ ბულკი ხვალ ნახე)))))
მეგრელი
10 აპრილი 2024 01:35
2

სიახლეები პოპულარული