ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: საბრძოლო ფრე მიუნხენში - გამარჯვებული მადრიდში გამოვლინდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის 2:2 დასრულდა.

სტუმრებმა ინიციატივა დათმეს, თავს უნარიანად იცავდნენ და პირველივე სახიფათო კონტრშეტევის შედეგად დაწინაურდნენ, როდესაც კროოსის ჩინებული პასით ვინისიუსი ნოიერთან პირისპირ გავიდა და მისი კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს. ჯერ ლუნინს სანემ გაუტანა, ხოლო შემდეგ მუსიალას მიერ მოპოვებული პენალტი კეინმა გამოიყენა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა და შედეგსაც მიაღწია: 78-ე წუთზე ვინისიუსი მახვილი კუთხიდან მიუნხენელთა საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ნოიერმა მოიგერია. ცოტა ხანში კი კიმ მინ ჯემ
როდრიგო საჯარიმოში წააქცია და ვინისიუსმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა.

საპასუხო შეხვედრა 8 მაისს მადრიდში გაიმართება.

. "რეალი" ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია - 13 მოგება და 6 ფრე.
. ვინისიუსის ანგარიშზე ბოლო სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 31 საგოლე მოქმედებაა (16 გოლი და 15 საგოლე პასი), რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
. კეინმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - რეალი 2:2
გოლები: 0:1 ვინისიუსი (24), 1:1 სანე (53), 2:1 კეინი (57, პენ), 2:2 ვინისიუსი (83, პენ)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ ვის მოუგებს
ბადრი
11:29 01-05-2024
1
მოუგებენ მადრიდში, კარვახალის არყოფნა ეტყობოდა რეალს, ვასქესი სუსტად გამოიყურებოდა, მუსიალამ და სანემ ძალიან მაგრად ითამაშეს. 60/40 რეალის სასარგებლოდ
მამუკა
04:47 01-05-2024
0

სიახლეები პოპულარული