ჩემპიონთა ლიგა. III ტური: "რეალის" დიდებული ქამბექი და ქართველების გუნდების მორიგი წაგებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.

„რეალი“ მე-60 წუთამდე სახლში 0:2 მარცხდებოდა „დორტმუნდთან“, მაგრამ შემდეგ ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა. ვინისიუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგთან“ მარცხი განიცადა - 0:2. მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა (მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, ასისტენტები ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია) მოემსახურა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სათადარიგო იყო. „შტურმს“ 0 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 6 ნოემბერს, დორტმუნდში „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.

„სლოვანი“ გასვლაზე „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა გურამ
კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.2, whoscored 6.9, flashscore 6.8. ბრატისლავური კლუბი უქულოდაა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში, 5 ნოემბერს ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლებს.

„შახტარი“ სტუმრად „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა. „მეშახტეთა“ რიგებში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო. დონეცკელებს 1 ქულა აქვთ და 6 ნოემბერს გელზენკირხენში „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდებიან.

კლაგენფურტი. „28 ბლეკ არენა“
შტურმი - სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 ნუნუ სანტუში (23), 0:2 დოკერეში (53)

ჟირონა."მონტილივი"
ჟირონა - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 გუტიერესი (42), 2:0 ხუანპე (73)
გამოუყენებელი პენალტი: სტუანი (88, ჟირონა)

ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - შახტარი 1:0
გოლი: რიზნიკი (29, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: ტროსარდი (77, არსენალი)

მილანი. "სან სირო"
მილანი - ბრიუგე 3:1
გოლები: 1:0 პულიშიჩი (11), 1:1 საბე (51), 2:1 რეინდერსი (61), 3:1 რეინდერსი (71)
გაძევება: ნვადიკე (40, ბრიუგე)

მონაკო. "ლუი II"
მონაკო - ცრვენა ზვეზდა 5:1
გოლები: 1:0 მინამინო (20), 1:1 ნდიაე (27, პენ), 2:1 ემბოლო (45+4), 3:1 სინგო (54), 4:1 მინამინო (70), 5:1 აკლიუში (90+6)

ბირმინგემი. "ვილა პარკი"
ასტონ ვილა - ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 მაკგინი (55), 2:0 დურანი (64)

ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - შტუტგარტი 0:1
გოლი: ტურე (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: მიიო (86, შტუტგარტი)
გაძევება: დანილო (84, იუვენტუსი)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - პსვ 1:1
გოლები: 0:1 ლანგი (34), 1:1 ჰაკიმი (55)

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"

რეალი - დორტმუნდი 5:2
გოლები: 0:1 მალენი (30), 0:2 გიტენსი (34), 1:2 რიუდიგერი (60), 2:2 ვინისიუსი (62), 3:2 ვასკესი (83), 4:2 ვინისიუსი (86), 5:2 ვინისიუსი (90+3)

altკიტეიშვილის დუბლი სახალისო გრაცულ დერბიში - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისა და მესიმ რაო, ოქროს ბურთი ლაუტაროს ეკუთვნისო? ) ვინისიუსის გარდა თუ ვინმე სხვას მისცეს ოქროს ბურთი საერთოდ აღარ ვუყურებ ფეხბურთს და არც კომენტარს გავაკეთებ. არადა რეალის ფანი სულაც არ ვარ. სამართლიანი უნდა იყო კაცი ყველაფერში
დავით 67
02:17 23-10-2024
24
მართალი ხარ დავით, ვინიციუსი არა ამქვეყნიურია. ფეხბურთის თამაშით მხოლოდ რა თქმა უნდა. კაცობის რა მოგახსენო. მაგ ამბავში მოიკოჭლებს.
ანაგელი
09:15 23-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული