ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მეორე სათამაშო დღეს კიდევ შვიდი მატჩი გაიმართა.
„ბარსელონამ“ გასვლაზე „ცრვენა ზვეზდას“ 5:2 მოუგო და ყველა ტურნირზე ბოლო 13-დან 12 დაპირისპირებაში გაიმარჯვა. ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა - ტურნირზე მის ანგარიშზე 99 გოლია. რაფინიამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კუნდემ დღეს 3 საგოლე პასი მიითვალა.
ჩინებულად ასპარეზობენ იტალიური გუნდები - „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ შეხვედრამდე სახლში „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. "ნერაძურიმ" უკანასკნელი 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. „ატალანტამ“ სტუმრად „შტუტგარტს“ აჯობა (2:0) და ისევ გამოიჩინა თავი ლუკმანმა. ძანიოლიმაც გაიტანა.
"ატლეტიკომ" კომპენსირებულ დროში კორეას გატანილი გოლით პარიზში 2:1 სძლია პსჟ-ს. "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ბენფიკა".
ბელგრადი. „რაიკო მიტიჩი“
ცრვენა ზვეზდა - ბარსელონა 2:5
გოლები: 0:1 მარტინესი (13), 1:1 მვუმპა (27), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:3 ლევანდოვსკი (53), 1:4 რაფინია (55), 1:5 ლოპესი (76), 2:5 მილსონი (84)
მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბენფიკა 1:0
გოლი: მუსიალა (67)
როტერდამი. „დე კუიპი“
ფეიენოორდი - ზალცბურგი 1:3
გოლები: 0:1 კონატე (45+2), 0:2 კონატე (58), 1:2 ხაჯ-მუსა (81), 1:3 გინდო (86)
გაძევება: ნაჯე (79, ფეიენოორდი)
მილანი. „სან სირო“
ინტერი - არსენალი 1:0
გოლი: ჩალჰანოღლუ (45+3, პენ)
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ზაირ-ემერი (14), 1:1 მოლინა (18), 1:2 კორეა (90+3)
პრაღა. „ეპეტ არენა“
სპარტა - ბრესტი 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდეში (37, 0:2 კაირინენი (79, საკ. კარში), 1:2 ოლატუნჯი (90+2)
შტუტგარტი. „MHP არენა“
შტუტგარტი - ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 ლუკმანი (51), 0:2 ძანიოლო (88)