
ჩვენი მთავარი ინტერესის მქონე პსჟ პირველ დაპირისპირებას იოლად გაუმკლავდა, თუმცა წინ ჯერ განმეორებითი მატჩია - "ბრესტს" დღეს, 19 თებერვალს, 23:59 საათზე უმასპინძლებენ(3:0 აქვთ მოგებული).
პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში
პსჟმა ბოლოს "ბრესტთან" 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი "მონაკოს" "მონპელიესთან" გაუკეთებია - 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში "ბრესტს" მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ "მონაკოსთანაც" (2017-18) მოუხერხებიათ. პარიზულ კლუბს ახლა ყველაფერი გამოსდის.
ლუის ენრიკეს მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად მოუპოვებია

ენრიკეს გუნდს საქმე სამივე ტურნირზე კარგად აქვს და როტაციას არ უშინდება. შაბათისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მეკარე დონარუმა, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში უნდა დაბრუნდნენ.
რაც შეეხება შეტევას. პირველ შეხვედრაში სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. მოსალოდნელია, ახლა ქართველმა დაიწყოს და ბარკოლა სათადარიგოთა შორის ვიხილოთ(ან მარჯვენა ფლანგზე). ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული როგორც პირადი, ასევე გუნდური შედეგების გაუმჯობესება სურს!..
სხვა მატჩები:
21:45 სთ:
დორტმუნდი - სპორტინგი (პირველი მატჩი 3:0).
23:59:
პსვ - იუვენტუსი (1:2);
რეალი - სიტი (3:2).
რა მოლოდონი გვაქვს ხვიჩასგან და რა უშლის ხელს მის გამოვლენას?!