"ვილიარეალმა" კარლოს ბაკას ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ესპანურმა "ვილიარეალმა" "მილანის" კოლუმბიელი თავდამსხმელის, კარლოს ბაკას იჯარით აყვანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ვებგვერდის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ესპანეთში 2017/18 წლების სეზონს დაჰყოფს, რის შემდეგაც "ვილიარეალს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

კარლოს ბაკა გულშემატკივარმა "სევილიაში" თამაშის დროს გაიცნო. ანდალუსიურ კლუბში მან 2013-15 წლებში გაიბრწყინა, გაიტანა რა 108 შეხვედრაში 49 გოლი. 2015 წელს ბაკა "მილანში" გადავიდა და თავი არც იქ შეურცხვენია - იტალიურ კლუბში ჩატარებულ 76 მატჩში 34 გოლის გატანა ცუდი შედეგი არაა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული