საიდუმლო იარაღი - კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვაკო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვაკო!" - ასე შეეგება სან ხოსეს "ავაიას" სტადიონი და ამერიკული გუნდი საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც აშშ-ის მთავარი ლიგის (MLS) ბინადარ "სან ხოსეში" ივნისის ბოლოს ჩაირიცხა, კლუბმა კი ახლახან წარადგინა.

ყაზაიშვილის ტრანსფერი "სან ხოსემ" არნემის "ვიტესისგან" გამოისყიდა და ამიერიდან, ქართველი ამერიკული კლუბის სრულფასოვანი წევრია. MLS-ში ხელფასის მინიმუმი 250 ათასი დოლარია, თუმცა, დიდი ალბათობით, ყაზაიშვილს მინიმუმზე მეტი ექნება.

პრეზენტაცია 9 ივლისს, "ავაია სთედიუმზე" გაიმართა. მანამდე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი საკლუბო საწყობში შეიყვანეს, სადაც 11-ნომრიანი მაისურა
გადასცეს, ხოლო გასახდელში ის ადგილი მიუჩინეს, რომელსაც კალიფორნიულ კლუბში ყოფნისას გამოიყენებს.

ყაზაიშვილის წარდგენისას სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო მინაწერი გააკეთეს - "ჩვენი საიდუმლო იარაღი ჩამოვიდა".

"მოგესალმებით! აღფრთოვანებული ვარ კლუბში ჩარიცხვით და "სან ხოსეს" მაისურით ჩემს პირველ მატჩს ველოდები", - განაცხადა ყაზაიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

ანდრეა პირლო, დავიდ ვილია, ბევრი მექსიკელი, ჰონდურასელები, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს, ბოლოს და ბოლოს - ამერიკელები, რომლებიც საშუალოევროპული დონის ნაკრებზე სუსტი ნამდვილად არ არის, ფიფას ბოლო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და უსწრებს ავსტრიას (37), საბერძნეთს (38), ჩეხეთს (40), რუმინეთს (42), დანიას (47), ბულგარეთს (54), უნგრეთს (57), შოტლანდიას (58), ასევე, იაპონიას (46)...

მთავარია, ყაზაიშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, თორემ თუ ამ ქვეყნებში ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე შოტლანდიის ლიგაში ქართველის გადასვლა გაგვიხარდება, მაშინ, სადაც პირლო და ვილია აგორებენ ბურთს, იქ თამაში ქართველისთვის რატომ უნდა იყოს მიუღებელი?

ეს 30 წლის წინანდელი შეხედულებაა, როცა აშშ-ში ფეხბურთი ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, 2015 წელს, ექსპრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას - ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის თანახმადაც, ყოველწლიურად, ქვეყანაში ამ მიზნით 90 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამ ნაბიჯის მიზანია, რომ მალე "მეიჯორ ლიგა" დედამიწის ზურგზე საუკეთესო გახდეს, ხოლო ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვოს, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი გრანდი მაინც გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ის რომ ამ ახალგაზრდისათვის ეს ნაბიჯი არასახარბიელოა,თქვენი თავისმართლებასავით არგუმენტები მიუთითებენ.ჩამოწერილი ფეხბურთელების ლიგაა,მაგრამ კარგად იხდიან და კარგ,კომფორტულ გარემოში იცხოვრებს.ესაა ფულს დახარბება...
status quo
18:00 10-07-2017
0
ერთადერთი რაც ცუდია არის ის რომ შორია,თორემ MLS დასაწუნი არაფერი არ ააქვს.იმათ გარდა აქ თამაშობენ კაკა, ჯოვინკო,დემპსი და ა.შ.წაიკითხეთ MLS ვარსკლავთა შემადგენლობა "რეალთან" თამაშის წინ და დავრწმუნდებით.მე კი ჩემდა თავად ერთს დავამატებდი,ზაზას მერე კიდევ ერთ ქართველს უგულშემატკივრებ აქ სულით და გულით.წარმატებები ვაკო!GO VAKO GO!!!
კახა ქირია
17:30 10-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული