ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა და კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა "ბარსელონას" სტადიონი "კამპ ნოუ" მოინახულა. საკუთარი ვიზიტის კომენტირებისას, მსახიობმა ლიონელ მესის "საფეხბურთო ტერმინატორი" უწოდა.
"მესი - საფეხბურთო ტერმინატორია, ჩვენ გვაქვს უფლება მას ასე დავუძახოთ", - განუცხადა შვარცენეგერმა Mundo Deportivo-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"