"ზაფხულში არ გამიშვეს, იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი და ახლა დუბლებშიც ვერ ვთამაშობ. მძიმე სიტუაციაში ვარ. ნაკრებში მათამაშებენ და კარგი იქნება თუ "ბარსას" პირველ გუნდში დამაბრუნებენ.
ასულგრანას მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ველაპარაკე და იცის, რომ კარგად ვარჯიშობ. გუნდს 4-5 ცენტრალური მცველი ჭირდება, რადგან ზოგი ტრავმირებული იქნება, ზოგი დისკვალიფიცირებული და შანსს დაველოდები. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს".