''ბეტისს'' ხუანდე რამოსი გაწვრთნის

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარმა ''ბეტისმა'' მწვრთნელი შეიცვალა. სევილიელებმა ყოფილი დამრიგებელი კიკე სეტიენი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და მისი შემცვლელი მალევე იპოვეს.

ამიერიდან, ''ბენიტო ვილია მარინის'' ბინადრებს ცნობილი სპეციალისტი ხუანდე რამოსი გაწვრთნის. 61 წლის სპეციალისტი 2016 წლის შემდეგ უმუშევარი იყო. რამოსი ''ბეტისს'' სათავეში 2001-02 წლების სეზონშიც ედგა.

ბოლოს იგი ''მალაგას'' წვრთნიდა. რამოსს ისეთი კლუბებიც დაუმოძღვრია, როგორებიც მადრიდის ''რეალი'' და ''ტოტენჰემია''.

მომზადებულია FOOTBALL ESPANA-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული